logo_geo
რატი დურგლიშვილი: სიმღერა ჩემი ჰაერი, წყალი და საკვებია
- +

2 მარტი. 2018. 22:38



მომღერალი რატი დურგლიშვილი სიკეთეს ასხივებს, უხარია სხვისი წარმატება, ბედნიერია სხვისი ბედნიერებით, - „მიხარია როდესაც ადამიანები ერთმანეთს პოულობენ, ბედნიერები არიან. ბედნიერება მამოძრავებს"- მითხრა ბლიც-ინტერვიუს დროს მომღერალმა. მაშ ასე, კომპოზიტირი, მომღერალი, მხატვარი რატი დურგლიშვილი დღეს „პრაიმტაიმის" სტუმარია.


ბლიც-ინტერვიუ რატი დურგლიშვილთან:


სახელი: - რატი


გვარი: - დურგლიშვილი


ასაკი: - 35


ჰობი: - ნივთების შექმნა.


ზოდიაქოს გჯერა: - კი მჯერა, ძალიან ბევრი მაჩვენებელი ემთხვევა.

 

რატი დურგლიშვილის თავისუფალი დღე: - საყვარელ ადგილზე ყოფნა. ყავის მირთმევა და ფიქრი.


როგორ გახსენდება სკოლის წლები: - საოცრად კარგად. ერთ-ერთი უძვირფასესი მოგონებაა.


პირველი მოგონება, რომელიც დღესაც გახსოვს: - როდესაც ხატვის მასწავლებელმა მითხრა, რომ ძალიან კარგად ვხატავდი.

 

დაახლოებით რა ასაკიდან ხატავ: - ზუსტად არ მახსოვს. დაახლოებით 6-7 წლიდან.


როგორც ვიცი ლიტერატურასთან მეგობრობ, რომელი ლიტერატურული ჟანრი არის შენთან ახლოს: - ასე ვერ გამოვარჩევ იმიტომ, რომ რადიკალურად სხვა ადამიანი ვარ კონკრეტულ სიტუაციაში.


მოგიპარავს რამე: - კი ერთხელ, სადღაც 8-10 წლის ასაკში, დღემდე მახსოვს, როგორ დამსაჯეს. მას შემდეგ სანთებელაც არ ამიღია, სხვისი.

 

მეგობრები: - ჩემთვის მეგობარი თავად ვარ და რადგან ეს ძვირფასია ჩემთვის, ყველა მეგობარი რა თქმა უნდა ძვირფასია, როგორც საკუთარი თავი.

 

რა მოგცა დუეტ ,,ჯორჯიამ": - დუეტმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. მან მომცა აბსოლუტურად ყველაფერი. ცხოვრების ახალი ეტაპი, ადამიანებთან კომუნიკაცია და ა.შ


როგორ გახსენდება დუეტ ,,ჯორჯია": - ის ჩემი ოჯახია. დღემდე ჩემია და სულ ჩემი იქნება.


ყურადღებიანი ხარ: - უაზროდ ყურადღებიანი ვარ. გააჩნია ვისთან და რასთან მაქვს საქმე.

 

გიყვარს, როდესაც სიურპრიზს სხვას უკეთებ: - ჩემი მთავარი სიამოვნება ეგაა, როდესაც სხვა ადამიანს რამით ან ვეხმარები ან ვახარებ.


პირველი სიყვარული: - სკოლის ასაკში.


პირველი კოცნა: - საოცრება იყო ჩემთვის.


ვნება: - ვნებაც იგივე, საოცრებაა.


აკრძალული ხილი დაგიმოვნებია: - რეალურად არა. საკუთარ თავს მე თვითონვე უწესებ კანონებს და მეთვითონვე ვარღვევ თუ მსურს.


ალკოჰოლი: - ერთადერთი რასაც ნორმის ფარგლებში ვიღებ, მაგალითად კლუბში ან დაბადების დღეზე.


დამთვრალხარ ისე, რომ მეორე დღეს არ გახსოვს არაფერი: - ყოველთვის ზღვარი და დოზა ვიცი, რაც ძაან მახარებს. რა თქმა უნდა ყოფილა შემთხვევა, როდესაც სანდო ადამიანებში ვარ.


სიმღერა: - სიმღერა ჩემი ჰაერი, წყალი და საკვებია.


პირველი ემოცია დიდ სცენაზე: - დღესაც იგივე ემოცია მაქვს. თუნდაც კარაოკეში ვიმღერო, საოცრად ვნერვიულობ.


რას გრძნობ, როდესაც მღერი: - უდიდეს სიამოვნებას. ყოველი ნამღერის დროს პატარა ისტორია იქმნება, შენს სულში. რასაც ადამიანები გრძნობენ.


სიმღერის დროს შენთვის მთავარია: - მთავარია მსმენელს მოვწონდე და უყვარდეს ჩემი სიმღერა.


რას შეცვლიდი ქართულ ,,ტრადიციებში": - არაფერს არ შევცვლიდი.ნ დავტოვებდი როგორც არის, როგორც ჩვენი წინაპრების გადმონაშთს, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ასე გააგრძელო ცხოვრება. ყოველი დღე ადამიანები ვვითარდებით და ვიზრდებით. ვაყალიბებთ ახალ ცხოვრებას. იგივე ტრადიციები რაც გვაქვს მომავალ თაობას უნდა გადავცეთ.

 

ჭორი, რომელიც შენს თავზე გაგიგია და ძაან გაბრაზებულხარ: -არაფერზე არ ვბრაზდები, პირიქით სიყვარულით ვპასუხობ. ჭორი თუ არის ეს უდიდესი ყურადღებაა მადლობის მეტი რა მეთქმის.


ადამიანს არ აპატიებ: - ტყუილს.


გქონია ადამიანთან ურთიერთობა, რაიმე სარგებლის გამო: - ყველა ურთიერთობა რაღაც სარგებელია. თუნდაც ის მეგობარი, რომელიც გაჭირვებაში ან სიხარულის დროს შენთან არის. ასე, რომ ადამიანებს ერთმანეთი გვჭირდება.


ადგილი, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობ:- ალბათ საკუთარი სახლი და ლოკაცია, ჩემი ქვეყანა. თუ ქვეყნის გარეთ (romi, Barcelona, milani, Los Angeles)


წინა ცხოვრებაში ვინ იყავი: - როგორც ვიცი მწყემსი ვიყავი.


გჯერა სასწაულების: - სასწაულებს ჩვენივე ენერგეტიკით ვახდენთ ჩვენს ცხოვრებაში. მე ვიცი, რომ მჯერა საკუთარი თავის, შესაბამისად მჯერა სასწაულების.


რა სიახლეებია შენს ცხოვრებაში: - სიახლეები სულ არის. უბრალოდ მირჩევნია, როდესაც რაღაცის პასუხი ზუსტად ვიცი მაშინ ვთქვა.


სამომავლო გეგმები: - დაგეგმილი ცხოვრებით არ ვცხოვრობ. ყოველი წუთით და წამით ვცხოვრობ, რა იქნება ხვალ არ მაინტერესებს.


ხვალ, რომ ქვეყნის დასასრული იყოს: - რა პრობლემაა, რომ იყოს. რა უნდა ვქნა?!


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი