logo_geo
ჯანეტ ქერდიყოშვილმა შვეიცარიაში პრინცი მოხიბლა
- +

3 მარტი. 2018. 20:55



„ახალ წლამდე 3-4 დღე სულ ერთად დავდიოდით: სასრიალოდ, ან სადმე. იქვე ახლოსაა სოფელი ზერმატი, რომელიც ნანახი არ მქონდა. დამპატიჟა, ჩაგვსვა ვერტმფრენში და დაგვათვალიერებინა. ორი ვერტმფრენით გავფრინდით, დაახლოებით 15 კაცი. მისს საქართველო ჯანეტ ქერდიყოშვილი ჟურნალ „თბილისელებთან" პირადზე საუბრობს:


„ერთი ბიჭი გავიცანი, ოღონდ დავმეგობრდით, თავიდან არ ვიცოდი, ვინ იყო. სასტუმროში ჩემს დაქალს ველოდებოდი და ამ დროს დავინახე, მაგიდასთან იჯდა ოჯახის წევრებთან ერთად. მივხვდი, მოსვლა უნდოდა, მაგრამ ერიდებოდა. დადის წინ და უკან და ვიფიქრე: შევხედავ, მივხდეს, რომ შევამჩნიე და მივცემ იმის უფლებას, გამარჯობა მაინც მითხრას-მეთქი. გავხედე და ცოტა ხანში მოვარდა, გავიცანით ერთმანეთი.

 

ახალ წლამდე 3-4 დღე სულ ერთად დავდიოდით: სასრიალოდ, ან სადმე. იქვე ახლოსაა სოფელი ზერმატი, რომელიც ნანახი არ მქონდა. დამპატიჟა, ჩაგვსვა ვერტმფრენში და დაგვათვალიერებინა. ორი ვერტმფრენით გავფრინდით, დაახლოებით 15 კაცი. ულამაზესი ადგილია. ასეთი შეგრძნება მაშინ განვიცადე, როდესაც სვანეთის მთების გასწვრივ მივდიოდი და ახლა, როცა შვეიცარიის ალპებს ვუყურებდი. სუნთქვა მეკვროდა ისეთი ლამაზი და სასიამოვნო იყო.

 

არ ამბობდა, ვინ იყო, თუმცა კი ვხვდებოდი, რომ ძლიერი ოჯახიდან იყო. უკვე ვმეგობრობდით „ინსტაგრამში" და ჩემი მეგობრის ახლობელმა იკითხა: ესენი საიდან იცნობენ ერთმანეთსო, ჩვენც ავუხსენით, როგორც იყო ყველაფერი და შემდეგ გვეუბნება: იცით, ვინ არისო. მოკლედ, ერთ-ერთი ქვეყნის პრინცია, ანუ ტახტის მემკვიდრე. მისი ოჯახი ემიგრაციაში ცხოვრობს, ბაბუა კი მონარქია. უბრალოდ, გასულ საუკუნეში მათ ქვეყანაში მონარქია შეწყდა. თუმცა, ეს ბიჭი დღესაც ამბობს, რომ აუცილებლად დაიბრუნებს სამეფო ტახტს და აღადგენს მონარქიულ წყობასო. ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ. თან, „მის საქართველო" ხომ ვარ და ეს ბიჭი „ქვინს" მეძახდა: „You are my Queen". ვეუბნებოდი: არ ვარ ქვინი, პრინცესა ვარ-მეთქი. მე პრინცესა არ მჭირდება, მე ქვინი მჭირდებაო. ვფიქრობდი: ღადაობს-მეთქი და მერე მივხვდი ქვეტექსტს", - განაცხადა ქედიყოშვილმა



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი