logo_geo
Google-მა ჰენრი კავილი შეცდომით გარდაცვლილად გამოაცხადა
- +

6 მარტი. 2018. 01:42



Google-მა სუპერმენის როლის შემსრულებელი მსახიობი ჰენრი კავილი შეცდომით გარდაცვლილად გამოაცხადა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.


Google-ის საძიებო სისტემაში მსახიობის სახელისა და გვარის ძიებისას, ჩნდებოდა ინფორმაცია, რომ ის 2018 წლის 3 მარტს 34 წლისა გარდაიცვალა.


მსახიობმა ამ ამბის შესახებ არაფერი იცოდა, სანამ მის სოციალურ გვერდზე ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ძებნისას „დასქრინული" ფოტო არ გაუგზავნა. კავილმა ამ ინფორმაციაზე თავისი რეაქციის ამსახველი ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში გააზიარა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი