logo_geo
თეა დარჩია: ღმერთის მეშინია და ჩემი უფროსი შვილის... ის ჩემზე ბევრად მაგარია...
- +

6 მარტი. 2018. 15:52


 

„ჩემი უფროსი შვილის, მარიამის ისე მეშინია, ვერ აღგიწერთ... ღმერთის მეშინია და მარიამის! ბევრად ჩემზე მაგარია, ბევრად ჩემზე ჭკვიანი, სუფთა, მოწესრიგებული, ბევრად ჩემზე კარგია ყველა ასპექტში. ვერ წარმოიდგენთ, მისი როგორი რიდი მაქვს, -აცხადებსსუხიშვილების" მოცეკვავე თეა დაჩია „მარაოსთან" შვილებთან ურთიერთობაზე საუბრისას.

 

„მეგობრული, უშუალო, თბილი და ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს! არავინ არ თქვას, რომ დედა შვილის მეგობარი არ უნდა იყოს! თუ მეგობარი არ იქნები, მოგატყუებს, აუცილებლად მოგატყუებს ადრე თუ გვიან... თუ დედასა და შვილს შორის არის უფსკრული, თუნდაც მინიმალური, იოტისოდენა, ოდესღაც აუცილებლად იტყვის შვილი ტყუილს.

 

ჩემს შვილებთან ვარ აბსოლუტურად მათი ტოლი და სწორი - 4 წლის ბავშვთან 4 წლის ვარ, 27 წლის მარიამთან - ოცდაშვიდის და 15 წლის მირიანთან 15 წლის ვარ!

 

ყველა თემაზე უნდა მელაპარაკონ, აბსოლუტურად ყველა თემაზე. არ უნდა არსებობდეს თემა, რომელზეც ბავშვი არ დამელაპარაკება. თემა შვილთან ტაბუდადებული თუ გექნება, ჩათვალე, რომ შვილი გაგექცევა. აბსოლუტურად ყველაფერზე უნდა შეეძლოთ ჩემთან ლაპარაკი. მირჩევნია, ბავშვმა ისეთი რაღაც მითხრას, გული გამისკდეს და არ შევიმჩნიო, ვიდრე ვინმე თავის ტოლს, პატარას, გამოუცდელსა და შტერს უთხრას და მისი რჩევა გაითვალისწინოს.

 

ჩემი უფროსი შვილის, მარიამის ისე მეშინია, ვერ აღგიწერთ... ღმერთის მეშინია და მარიამის! ბევრად ჩემზე მაგარია, ბევრად ჩემზე ჭკვიანი, სუფთა, მოწესრიგებული, ბევრად ჩემზე კარგია ყველა ასპექტში. ვერ წარმოიდგენთ, მისი როგორი რიდი მაქვს", - განაცხადა თეა დარჩიამ.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი