logo_geo
„სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონში სერიალის რამდენიმე მთავარი პერსონაჟი მოკვდება
- +

13 მარტი. 2018. 23:16


 


HBO საკულტო სერიალის „სამეფო კარის თამაშების" პროდიუსერებმა განაცხადეს, რომ მერვე სეზონში სერიალის რამდენიმე მთავარი პერსონაჟი მოკვდება.


ინტერვიუ სამეფო კარის თამაშების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.


„მერვე სეზონის სცენარი ყველამ ერთად, მრგვალი მაგიდის გარშემო წავიკითხეთ და ეს ყველაზე ბრწყინვალე რამ იყო, რაც ცხოვრებაში მინახავს. რამდენიმე წუთის განმავლობაში ვუკრავდით ტაშს სცენარისტებს. შემდეგ ყველამ ტირილი დაიწყო და სიჩუმემ დაისადგურა", - განაცხადა შოუს პროდიუსერმა.


ბოლო დროის ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სერიალის ბოლო სეზონი 2019 წელს გამოვა. HBO-ს ინფორმაციით, „სამეფო კარის თამაშების" დასკვნითი სეზონი ძალიან მასშტაბური იქნება.


როგორც არხის წარმომადგენლები ამბობენ, ბოლო სეზონი ექვსი ეპიზოდისგან შედგება.


„სამეფო კარის თამაშები" HBO-ს ყველაზე მასშტაბური სერიალია, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი ჰყავს.


 

big_banner
არქივი