logo_geo
შორენა ბეგაშვილის მილიონერი საქმრო საყვარელი ქალისთვის ხელის თხოვნას აპირებს
- +

16 მარტი. 2018. 00:05



როგორც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, შორენა ბეგაშვილმა 8 მარტი რუსეთში მცხოვრებ მილიონერ ირაკლი ნანაძესთან ერთად აღნიშნა. ამ წყვილზე ჯერ კიდევ წლების წინ საუბრობდნენ, თუმცა შემდეგ ამბობდნენ, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ამ ფაქტს წინ უძღოდა სკანდალური ვიდეოები, რომლებიც მედიაში გავრცელდა.


როგორც ჩანს, წყვილი კვლავ აგრძელებს ურთიერთობას და ამბობენ, რომ შეყვარებული შორენასთვის ხელის თხოვნასაც კი აპირებს.


რაც შეეხება შორენას საქმროს, ირაკლი ნანაძე რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი გახლავთ, ჰყავს მეუღლე და შვილები. უცნობია, ამჟამად მეუღლესთან ოფიციალურად ცხოვრობს თუ არა.


წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ ის მსახიობსა და ტელეწამყვანს ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებს და მოგზაურობასაც უფინანსებს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი