logo_geo
„თქვენ ჩვენ გვამცირებთ!“ - რიანამ Snapchat-ს უჩივლა!
- +

17 მარტი. 2018. 20:42



თუ ფიქრობთ, რომ 2017 წლის სკანდალებმა, მიტინგებმა და ქალთა დაცვის მხარდაჭერის მოძრაობებმა დიდ კორპორაციებს რამე ასწავლა, ცდებით. ყველაფერი ისევე ცუდადაა, სანამ ყოველ მეორე ნიუსში „ქალთა ძალადობა" გამოჩნდებოდა. ცოტა ხნის წინ Snapchat-მა ახალი თამაშის რეკლამა გაავრცელა, სადაც კითხვაზე „რა გირჩევნიათ" - ორი პასუხია: რიანას გაულაწუნოთ თუ კრის ბრაუნს დაარტყათ. რეკლამა 2009 წლის სკანდალს ეხმიანება, როცა კრის ბრაუნმა თავისი იმდროინდელი შეყვარებული, რიანა სცემა. მომღერალი ძალადობის გამო დააკავეს.


ვარსკვლავმა რა თქმა უნდა, ეს ფაქტი კომენტარის გარეშე არ დატოვა. მან Instagram-ზე განცხადება გამოაქვეყნა: „ვფიქრობ, ახლა გესმით, რომ Snapchat ჩემი საყვარელი აპლიკაცია არაა. ვცდილობ გავიგო რა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს. მე მას წინდაუხედაობას მივაწერ, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი სულელები არ ხართ. დახარჯეთ თანხები, რათა მოგეფიქრებინათ და გამოგესახათ ის, რაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს დასცინებს. აქ საქმე ჩემს გრძნობებს არ ეხება, მე ისინი არ გამაჩნია... ეს ეხება ყველა იმ ქალს, ბავშვს და მამაკაცს, რომლებიც ოდესღაც ძალადობის მსხვერპლები გახდნენ და ამის შედეგებს დღემდე ვერ გაუმკლავდნენ... თქვენ ჩვენ გვამცირებთ! მე თქვენს მაგივრად მრცხვენია."


რეკლამა წაშალეს, ბრენდის აქციები კი 4%-ით დაეცა.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი