logo_geo
ქეთი ხუციშვილი: სადმე წასვლაც კი შეზღუდული მქონდა...
- +

24 დეკემბერი. 2016. 14:06

„რას იტყვის ჩემზე ხალხი, ეს პერიოდი უკვე გავიარე და დღეს ამ აზრისგან თავისუფალი ვარ“, - აღნიშნა ჟურნალ „გზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მოყვარულმა მსახიობმა ქეთი ხუციშვილმა.

 

„საზოგადოების შეხედულებებს პატივს ვცემ, მაგრამ უფრო მთავარია, თავს კარგად ვგრძნობდე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ჩემს პირად ცხოვრებას ეხება.

 

რას იტყვის ჩემზე ხალხი, ეს პერიოდი უკვე გავიარე და დღეს ამ აზრისგან თავისუფალი ვარ. მამა ძალიან მკაცრი იყო, მისი გავლენის ქვეშ ვიყავი, მაგრამ როგორც კი დამოუკიდებლობა ვიგრძენი, სხვა ადამიანად ჩამოვყალიბდი. მშობლების აზრს ვისმენ, ზოგჯერ ვითვალისწინებ, მაგრამ საკუთარი აზრი მეტად მნიშვნელოვანია... თავად მკაცრი დედა არ ვარ.

 

ბავშვობიდან სიტყვა „სიმკაცრე“, როგორც სტრესი, ისე მომყვება. სადმე წასვლაც კი შეზღუდული მქონდა, არ მიშვებდნენ. ისე ვერ ვცხოვრობდი, როგორც მინდოდა და ყოველთვის ვოცნებობდი, როდის გავიზრდები, რომ დამოუკიდებელი ვიყო-მეთქი.

 

დღეს მამა რამეს ძველებურად თუ მეტყვის, ისეთი სახით გავხედავ ხოლმე, რომ მეორედ იმავეს აღარ მიმეორებს. ჩემს ხასიათს უკვე შეეგუა. იცის, მაინც იმას გავაკეთებ, რაც მინდა“, - აღნიშნა ქეთი ხუციშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი