logo_geo
გიგი ადამაშვილის რჩეული მსახიობი ნინუცა მაყაშვილია? - ჭორ-მართალი...
- +

19 მარტი. 2018. 02:46



მომღერალმა გიგი ადამაშვილმა ცოტა ხნის წინ „სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი რჩეული ცნობილი ადამიანია და მასზე ასაკით უფროსიც გახლავთ. მათ ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ერთად ვერ არიან. „რეიტინგის" ინფორმაციით, გიგი ადამაშვილის რჩეული მსახიობი ნინუცა მაყაშვილია. მათი წყაროს ცნობით, წყვილი ერთად სტუმრობს გასართობ ადგილებს და თავიანთ გრძნობებს არ მალავენ. ,,სარკეში" გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ „რეიტინგი" გიგი ადამაშვილს დაუკავშირდა.


- გიგი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობ ნინუცა მაყაშვილზე ხართ შეყვარებული, მართალია?

 

- არ არის ეს ინფორმაცია მართალი.


- თქვენ ხშირად გხედავენ ერთად სხვადასხვა გასართობ ადგილზე, კარაოკე-ბარებში და ა.შ...

 

- არ მინდა პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. ასე გადავწყვიტე და შესაბამისად, ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი