logo_geo
მარკ ცუკერბერგმა 1 დღეში 6 მილიარდი დოლარი დაკარგა
- +

20 მარტი. 2018. 11:35



Facebook-ის აქციები 8%-ით შემცირდა, ხოლო მისმა დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა 1 დღეში 6 მილიარდი დოლარი დაკარგა.


CNBC-ის ცნობით, ამის მიზეზი სკანდალი გახდა. საქმე ეხება Facebook-ის მიერ სოციალური ქსელის მომხმარებელთა პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაციის გადაცემას Cambridge Analytica-სთვის, რომელიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ეხმარებოდა.


მიუხედავად ამისა, ცუკერბერგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში კვლავ მეოთხე ადგილს ინარჩუნებს.


გუშინ ცნობილი გახდა, რომ Facebook-ის დამფუძნებლისგან აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო ორგანოები ჩვენების მიღებას ითხოვენ.


პარასკევს Facebook-მა განაცხადა, რომ კომპანია Cambridge Analytica-ს სოციალური ქსელის მომხმარებელთა მონაცემებთან წვდომა შეუზღუდა. ორივე კომპანია აცხადებს, რომ მათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ ჩაუდენიათ.


მასაჩუსეტსის შტატის გენერალურმა პროკურორმა მარა ჰელეიმ Facebook-ისა და კომპანია Cambridge Analytica-ს წინააღმდეგ გამოძიება 18 მარტს დაიწყო. Cambridge Analytica თავს იცავს და უარყოფს იმას, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის დროს Facebook-ის მონაცემებს იყენებდა. დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ სოციალური ქსელი Facebook-ი აწარმოებს პირად გამოძიებას საკუთარი თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებმაც 50 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპოვეს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი