logo_geo
ლეონარდო დიკაპრიო: მსოფლიოში უამრავი ადამიანი განიცდის სუდანის სიკვდილს!
- +

22 მარტი. 2018. 00:46



კენიაში უკანასკნელი მამრი ჩრდილოეთის თეთრი მარტორქის სიკვდილს ჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ეხმაურება.


„მწუხარებას გამოვთქვამ სუდანის გარდაცვალების გამო. მოხარული ვარ, რომ ის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში უამრავი ადამიანი განიცდის სუდანის სიკვდილს. გვჯერა, მისი შვილები შეძლებენ დაიცვან ეს უზრმაზარი პლანეტა განადგურებისგან. ჩვენ დავიცავთ მათ უფლებებს",- აცხადებს მსახიობი.


ოლ-პეხეტის საკონსერვაციო პარკის ბინადარი 45 წლის მარტორქა, სახელად სუდანი, მწვავე დაავადების შედეგად 18 მარტს მოკვდა. დარჩა მდედრი შვილი და შვილიშვილი - ნაჯინი და ფატუ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი