logo_geo
ანი გიუნტერი: ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კაცი გაჩნდა...
- +

2 აპრილი. 2018. 01:31


 

ანი გიუნტერი ორი შვილის დედაა. მაშო და ლაზარე არიან ის ადამიანები, ვინც ანის ცხოვრებას ალამაზებენ. ანი შვილების მამასთან დაშორებულია, თუმცა ამით ბავშვები არ დაზარალებულან. წყვილს გაცნობიერებული აქვს, რას ნიშნავს მშობლობა და პირად აწყობილ თუ აუწყობელ ურთიერთობებს, ბავშვების გრძნობები არ „ეწირება".


მაშო სკოლაში დადის, მეორე კლასშია და ნუ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ანის მეგობრებთან „დაქალობს". ლაზარე კი იუბილარია. ის გახლავთ კაცი, რომელიც ანის ტირილს ნებისმიერ სიტუაციაში უკრძალავს. ამის შესახებ ტელეწამყვანი თავად წერს სოციალურ ქსელში:


„6 წლის წინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კაცი გაჩნდა. 1 წლიდან მიკრძალავს მისი თანდასწრებით ტირილს, ან კიდევ რატომ ვტირი, როცა ასეთი კაცი მყავს გვერდით? ზუსტად ვიცი, სიხარულისგან! გილოცავ, დე, უზომოდ მიყვარხარ, ჩემო თბილო!" - წერს გიუნტერი. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი