logo_geo
78 წლის ტინა ტერნერმა ემოციური დახვედრისას ცრემლები ვერ შეიკავა
- +

18 აპრილი. 2018. 21:05

 

 

„გრემის“ 11 გზის გამარჯვებული ტინა ტერნერი ბოლო დროს იშვიათად ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამჯერად 78 წლის მუსიკოსი ლონდონში, ოლდვიჩის თეატრს სტუმრობდა, სადაც საკუთარი ავტობიოგრაფიის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერას დაესწრო.

 

ტინას ვიზიტისთვის თეატრში სპეციალური წითელი ხალიჩაც მომზადაა, სადაც 78 წლის არტისტმა ფოტოგრაფებისთვის იპოზიორა. მას გულშემატკივრები და თეატრის მსახიობები განსაკუთრებული ოვაციებით დახვდნენ. თავად მუსიკოსი ემოციური შეხვედრის დროს ცრემლებს ვერ იკავებდა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ტერნერი სცენაზე ავიდა და მსახიობებს სიტყვითაც მიმართა. განსაკუთრებით ემოციური იყო ლეგენდარული მუსიკოსის შეხვედრა ადრიენ ვორენთან, რომელმაც სპექტაკლში ახალგაზრდა ტინა ტერნერი განასახიერა.

 

ტერნერი საკუთარი ბიოგრაფიის შესახებ დადგმული სპექტაკლის პრემიერას მეუღლესთან, 62 წლის ერვინ ბაჩთან ერთად დაესწრო. შავ კლასიკურ სამოსში გამოწყობილმა მეუღლეებმა ფოტოგრაფებთან ერთადაც იპოზიორეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი