logo_geo
68 წლის რიჩარდ გირი 35 წლის ალეჰანდრა სილვაზე დაქორწინდა
- +

18 აპრილი. 2018. 21:11

 

 

ესპანური პრესის ცნობით, მსახიობი რიჩარდ გირი საკუთარ რჩეულზე, ალეჰანდრა სილვაზე დაქორწინდა. ცნობილი ხდება, რომ საქორწილო ცერემონია მაისის დასაწყისში გაიმართება, მეუღლეები ხელს ნიუ-იორკში, მსახიობის სახლში მოაწერენ და ღონისძიებას წყვილის უახლოესი მეგობრები დაესწრებიან. 68 წლის გირმა და მისმა 35 წლის რჩეულმა ხელი ესპანეთში უკვე მოაწერეს და ამჯერად ურთიერთობის გაოფიციალურებას ამერიკაში აპირებენ.

 

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ბიზნესმენისა და ჰოლივუდის მსახიობის ურთიერთობის შესახებ სამი წლის წინ გახდა ცნობილი. წყვილი გასული წლის ბოლოს დაინიშნა. ალეჰანდრა სილვასთვის ეს მეორე ქორწინებაა და მას ერთი ვაჟი ჰყავს. რაც შეეხება რიჩარდ გირს, ის 1991 წელს სინდი კროუფორდზე იყო დაქორწინებული, 2002 წელს კი მსახიობ კერი როეულზე, რომლისგანაც ერთი ვაჟი ჰყავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი