logo_geo
გია ჯაჯანიძე: ყველას გამო ვიტანჯები! მეტირება!
- +

19 აპრილი. 2018. 23:57

 

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემმა ყველა ახლობელმა და ნამდვილმა გვერდში მდგომმა იცის, რომ ალკოჰოლურ სასმელს არ ვსვამ. ჰო და ახლა ბევრი დავლიე, ჩემთვის ბევრი. იშვიათად ვსვამ სასმელს, იმიტომ, რომ დიდი მიზეზი მაქვს. როცა დავლევ, სულ მეტირება. ტირილის მიზეზიც მაქვს. ყველა მიყვარს, ყველა მეცოდება და ყველას გამო ვიტანჯები. ყველა გარდაცვლილს ვტირი და ყველა მეცოდება, ვინც უნდა გარდაიცვალოს. ფუჭი დარდი და ფუჭია სიხარული. რა იქნება 50 წლის შემდეგ? – არაფერი. ჩვენს მაგივრად სხვა გაიხარებს და სხვა დაიტანჯება. გაუფრთხილდი იმას, რაც გაქვს. მოპოვება ადვილია, შენარჩუნებაა ძნელი“, - წერს გია ჯაჯანიძე.

 

 

big_banner
არქივი