logo_geo
Avicii-ს მეგობარი გოგო: ჩვენ შესახებ ფეხმძიმობის შემდეგ გვინდოდა გვეთქვა
- +

28 აპრილი. 2018. 23:41

 

 

ავიჩის დაღუპვიდან რამდენიმე დღის შემდეგ შვედი DJ-ს მეგობარი გოგო სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. ჩეხი მოდელი ტერეზა კაჩეროვა ამბობს, რომ მათი ურთიერთობის შესახებ აუდიტორიისთვის ფეხმძიმობის შემდეგ სურდათ ეთქვათ.

 

„ძვირფასო ტიმ, ბოლო რამდენიმე დღე ოცნებებში გავატარე. მჯეროდა, რომ გავიღვიძებდი და მომხდარის შესახებ მეტყოდნენ, რომ ეს საშინელი ხუმრობა იყო. მხოლოდ ახლა ვაანალიზებ, რომ მეტჯერ ვეღარ გნახავ“, - განაცხადა Avicii-ს მეგობარმა გოგომ.

 

ჩეხ მოდელს, ტერეზა კაჩეროვას სხვა კაცთან ერთი შვილი უკვე ჰყავდა. წყვილი საერთო შვილის გაჩენას გეგმავდა.

 

ტიმ ბერგლინგი, იგივე ავიჩი (Avicii) ომანის დედაქალაქ მასკატში, 20 აპრილს, 28 წლის ასაკში დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.

 

 

 

big_banner
არქივი