logo_geo
სილამაზის გამო ქვეყნიდან გაძევებული მამაკაცის მეუღლემ თაყვანისმცემლებს იმედი გაუცრუა
- +

1 მაისი. 2018. 13:54

 

 

პოეტი, მსახიობი და ფოტოგრაფი ომარ ბორკან ალ გალა ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ადამიანად ითლება არა მხოლოდ აღმოსავლეთში, არამედ მსოფლიოში. საუდის არაბეთის ხელისუფლების ორგანოებთან ინციდენტის შემდეგ, ის მსოფლიოსთვის ცნობილი ადამიანი გახდა. საქმე იმაშია, 2013 წელს იგი მეგობრებთან ერთად ერ-რიადში ეროვნული და რელიგიური კულტურის ფესტივალში მონაწილეობის მიზნით ჩავიდა, თუმცა შარიათის პოლიციამ მისი დეპორტაცია „ზედმეტი მომხიბვლელობის" გამო მოახდინა.

 

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი არა მხოლოდ ლამაზია, არამედ ნიჭიერი ადამიანიც არის. ომარის ცოლობაზე ალბათ, არც ერთი გოგონა არ იტყოდა უარს. მაგრამ ომარი უკვე დაქორწინებულია და ბევრი თაყვანისმცემელი თვლის, რომ იასმინი არ არის ლამაზმანი და არჩევანი დაუწუნეს. წყვილს ვაჟიშვილი ჰყავთ და ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში. ბევრი აღნიშნავს, რომ კრიტიკას არ შეუძლია ჭეშმარიტი სიყვარულის განადგურება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი