logo_geo
„ჩვენ კარგი მეგობრები ვართ“ - ქეთა თოფურიას ოჯახური ცხოვრება ქმართან დაშორების შემდეგ
- +

1 მაისი. 2018. 20:46

 

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი  - ქეთა თოფურია, რომელიც ჯგუფ A Studios-ვოკალისტიც გახლავთ, გასულ წელს მეუღლეს - ლევ გეიხმანს დაშორდა, თუმცა წყვილს პატარა ქალიშვილი - ოლივია აერთიანებთ. როგორც მომღერლის სოციალური ქსელებიდან ჩანს, ყოფილი ცოლ-ქმარი ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას და ბავშვის აღზრდაშიც ორივე აქტიურადაა ჩართული.

 

ქეთა თოფურიამ ერთ-ერთ პოსტში აღნიშნა, რომ მადლიერია ყოფილი მეუღლის, რომ ოლივიას სახით ასეთი დიდი ბედნიერების მოზიარე გახადა, „მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ერთად აღარ ვართ, ნამდვილი ოჯახი გვაქვს, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და ეს ყოველთვის ასე იქნება“  - აღნიშნა მან.

 

პატარა ოლივიას უკვე ჰყავს დიდი ფანკლუბი Instagram-ზე, მისი და პოპულარული დედიკოს გამომწერების რაოდენობა 43 000-ს აღემატება.

 

ქეთა, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, კარგად ითავსებს მზრუნველი დედიკოს როლსაც, პატარა ოლივია ხშირად ფიგურირებს ცნობილი მომღერლის გამოსვლებშიც და როგორც ჩანს მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარიცაა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი