კიტ ჰარინგტონი ცნობილი ინგლისელი მსახიობი და პროდიუსერია, რომელმაც საყოველთაო აღიარება HBO-ს ცნობილ სატელევიზიო სერიალში „სატახტოთა თამაში“ მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა და 2017 წელს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობადაც დასახელდა სატელევიზიო სფეროში. მსახიობის რჩეული, ასევე „სატახტოთა თამაშის“ ვარსკვლავი, შოტლანდიელი მსახიობი - როუზ ლესლი გახდა. წყვილი ამჟამად საქორწინო სამზადისშია და სერიალის თემატიკას არც ამჯერად ღალატოვბენ.
წყვილის ქორწილს 200-მდე სტუმარი დაესწრება, რომლებმაც უკვე მიიღეს Game of Thrones-ის თემატიკაზე შექმნილი მოსაწვევები, პოპულარული სერიალის შტამპებით.
ქორწილის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ლესლიმ იანვარში აღნიშნა, რომ ყველანაირად ცდილობენ სამზადისი მალე დასრულდეს, თუმცა დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, რთულია ამ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა.