logo_geo
კიტ ჰარინგტონის ქორწილის მოსაწვევი Game of Thrones-ის თემატიკაზე შეიქმნა
- +

1 მაისი. 2018. 21:49

 

კიტ ჰარინგტონი ცნობილი ინგლისელი მსახიობი და პროდიუსერია, რომელმაც საყოველთაო აღიარება HBO-ს ცნობილ სატელევიზიო სერიალში „სატახტოთა თამაში“ მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა და 2017 წელს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობადაც დასახელდა სატელევიზიო სფეროში. მსახიობის რჩეული, ასევე „სატახტოთა თამაშის“ ვარსკვლავი, შოტლანდიელი მსახიობი - როუზ ლესლი გახდა. წყვილი ამჟამად საქორწინო სამზადისშია და სერიალის თემატიკას არც ამჯერად ღალატოვბენ.

 

წყვილის ქორწილს 200-მდე სტუმარი დაესწრება, რომლებმაც უკვე მიიღეს Game of Thrones-ის თემატიკაზე შექმნილი მოსაწვევები, პოპულარული სერიალის შტამპებით.

 

ქორწილის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ლესლიმ იანვარში აღნიშნა, რომ ყველანაირად ცდილობენ სამზადისი მალე დასრულდეს, თუმცა დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, რთულია ამ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი