logo_geo
კანიე უესტი: 400-წლიანი მონობა აფროამერიკელების არჩევანი იყო
- +

2 მაისი. 2018. 11:39

 

ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა განაცხადა, რომ აფროამერიკელების ასი წლის წინანდელი მონური ისტორია, შესაძლოა მათივე „არჩევანი“ იყო.

 

„როდესაც გესმით, რომ მონობა 400 წელიწადი გრძელდებოდა...400 წელი? ეს უფრო არჩევანია“, - განაცხადა რეპერმა გამოცემა „TMZ“-სთან საუბრისას.

 

სოციალურ ქსელში უესტი ამ კომენტარის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა, რის შემდეგაც რეპერმა განმარტა, რომ 400 წლის მაგალითი მოიყვანა იმიტომ, რომ „არ შეიძლება, მენტალურად 400 წელი ისევ მონობაში ვიყოთ".

 

გასულ კვირას, უესტმა ახალი სიმღერა წარადგინა. არტისტმა ახალგამოშვებულ კომპოზიციაში მისი პოლიტიკური მრწამსი დაიცვა და განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უყვარს.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი