logo_geo
საქართველოში ჩინური სერიალის გადაღებას იწყებენ
- +

4 მაისი. 2018. 00:36

 

საქართველოში ივნისიდან ჩინური სერიალის გადაღება დაიწყება. „საქართველოს ეროვნული კინოცენტრის“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ვაშაძის ინფორმაციით, სერიალში, სახელად „მასკა“, ცნობილი ჩინელი მსახიობი კენი ლი მიიღებს მონაწილეობას.

კენი ლი ჩინურ ბაზარზე, სადაც 1 400 000 000-იანი აუდიტორიაა, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მსახიობია“, - განმარტა დავით ვაშაძემ.

პროექტის მენეჯერის, ირაკლი ჩიკვაიძის ინფორმაციით, გადაღებები ძირითადად, თბილისსა და ბათუმში მოხდება, ასევე მიმდინარეობს რუსთავის ავტოდრომის საკითხის განხილვაც.

სერიალი ჟანრობრივად არის პოლიციური დეტექტივი. სერიალი მოგვითხრობს ჩინელი პოლიციელის შესახებ, რომელიც საერთაშორისო დანაშაულებრივ კორპორაციებთან დაკავშირებით მუშაობს. ამ შემთხვევაში ჩინელი პოლიციელი ჩამოდის საქართველოში და ადგილობრივ პოლიციასა და სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად ებრძვის რაღაც საერთაშორისო კარტელს“, - განმარტა ირაკლი ჩიკვაიძემ.

მისივე ინფორმაციით, სერიალის პირველი სეზონი უკვე გადაღებულია, მეორე სეზონის გადაღება  ჩინეთში ახლაც მიმდინარეობს და სამუშაოების დასრულების შემდეგ ჯგუფი საქართველოში ჩამოვა და მუშაობას აქ გააგრძელებს.

სამუშაოების დაწყების პირობით თარიღიც ივნისი გვაქვს ჩანიშნული, მაგრამ დიდ ცდომილებასაც არ ველოდებით. გადაღებები საქართველოში იქნება დაახლოებით 45-50 დღის განმავლობაში და აგვისტოს შუა რიცხვებამდე გასტანს. პირველი ორი კვირა ვაპირებთ ბათუმში დაწყებას და შემდეგ გაგრძელდება თბილისსა და მის შემოგარენში“, - განმარტა ირაკლი ჩიკვაიძემ Allnews.ge-სთან საუბარში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი