logo_geo
„უკვე მომწიფებული ვარ ოჯახის შესაქმნელად“ - როგორ გოგოს ეძებს „მხოლოდ ქართულის“ მონაწილე საბა კემულარია
- +

5 მაისი. 2018. 00:59

 

„მხოლოდ ქართულის“ მონაწილე, 27 წლის საბა კემულარია ორივე ტურში მაყურებლის რჩეული გახდა. პროექტსა და პირად ცხოვრებაზე საბამ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.

 

„თითქმის მთელი ცხოვრებაა ვმღერი. 3 წლის ვიყავი, როცა ბაბუამ „ჟუჟუნა წვიმა“ მასწავლა. განსაკუთრებულად ვრეაგირებდი თითოეულ ბგერაზე.

 

თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ნაძალადევის მოსწავლეთა სასახლის ბიჭუნათა გუნდში ვმღეროდი. შემდეგ, როცა მთელი ოჯახი ზუგდიდში გადავედით საცხოვრებლად, იქაც სტუდია „რიბირაბოში“ ვმღეროდი. ტაძარში გალობაც ზუგდიდში დავიწყე“, - ამბობს საბა.

 

მისი თქმით, გალობამ მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა.

 

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, საბას თქმით, დაოჯახებული არ არის და პირადშიც სერიოზული არაფერი ხდება.

 

„ძალიან რთულია, ზოგადად ახსნა, თუ როგორი გოგო შეიძლება მოგეწონოს. უნდა იყოს გაწონასწორებული, კარგი ოჯახის შვილი. მნიშვნელოვანია, გოგოს კარგი მშობლები, ძლიერი ოჯახი ჰყავდეს. ძლიერში ვგულისხმობ მორალურად, სოციალურად ძლიერს და არა ფინანსურად.

 

გოგოს რაც შეეხება, მზრუნველი უნდა იყოს. რამდენადაც ის იქნება ჩემ მიმართ მზრუნველი, ანალოგიურად ვიქნები მეც. თუ ადამიანი ჩემკენ ერთ ნაბიჯს გადმოდგამს, მისკენ ორს გადავდგამ.

 

ზოდიაქოთი ტყუპები ვარ და რაღაცნაირად არის მომენტები, როცა ერთმა სიტყვამ, ქცევამ შეიძლება ყველაფერი დაამთავროს.

 

უკვე მორალურად და ფინანსურად მომწიფებული ვარ იმისთვის, რომ ოჯახი შევქმნა“, - ამბობს საბა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი