logo_geo
ლევან ჯიბღაშვილის გასაიდუმლოებული ნიშნობა - ბიზნესმენი ბიზნესმენის შვილზე დაინიშნა
- +

6 მაისი. 2018. 22:17

 

ლევან ჯიბღაშვილი დაინიშნა. მისი რჩეული სალომე სულხანიშვილია. სალომე ბიზნესმენ ალექსი სულხანიშვილის (მეტსახელად „ფეფე“) ქალიშვილია. როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, სალომე ლევანის პირველი შეყვარებულია. წყვილს შორის დიდი ხნის წინ გაუგებრობა მოხდა და ერთმანეთს დაშორდნენ. სალომე გათხოვდა, წლების განმავლობაში რუსეთშიც მოუწია ცხოვრება. პარალელურად ლევანის სასიყვარულო ისტორიებიც არ ყოფილა დამალული საზოგადოებისთვის. როგორც ჩანს, პირველმა სიყვარულმა თავისი გაიტანა და რამდენიმე დღის წინ ლევანმა სალომეს ხელი სთხოვა. წყვილი მცხეთაში, სვეტიცხოველში დაიწინდნენ კიდეც. დაწინდვა ნიშნობის ეკლესიური რიტუალია. ვახშამი ვიწრო წრეში შედგა. არც ლევანი და არც სალომე ამ ამბავს არ ასაჯაროვებს. სოციალურ ქსელში წყვილის არცერთი ფოტო არ მოიპოვება.

 

30 იანვარს ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 30 წლის გახდა. სწორედ ოქროს დაბადების დღეზე წარუდგინა შეყვარებული ახლო მეგობრებს ლევანმა. რატომ ასაიდუმლოვებს ნიშნობის ამბავს მსახიობი ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი