logo_geo
რუსკა მაყაშვილი: თავიდან მე უნდა მეცეკვა იმ იტალიელ ტიპთან, მაგრამ...
- +

29 დეკემბერი. 2016. 17:19


 


„საქართველოს ბანკმა" საახალწლო რეკლამაში რუსკა მაყაშვილის ნაცვლად იტალიელი მილიონერი ჯანლუკა ვაკი და მისი მომხიბვლელი მეუღლე გადაიღო.


თუ რატომ აღარ იცეკვა რუსკა მაყაშვილმა Orange Santa-ს კლიპში, ამ კითხვით მას „რეიტინგი" დაუკავშირდა:

 

- მართალია, რომ „საქართველოს ბანკის" რეკლამაში იტალიელი წყვილის გადაღებამ გაგანაწყენათ?


- გამანაწყენა?! მე თვითონ ვთქვი უარი „საქართველოს ბანკთან" თანამშრომლობაზე, სამაგიაროდ სხვასთან ვთანამშრომლობ და უკეთესი კლიპი გამოვა. თავიდან მე უნდა მეცეკვა იმ იტალიელ ტიპთან, მაგრამ რაღაცაზე ვერ შევთანხმდით და გაფრენამდე ერთი დღით ადრე უარი ვთქვი.


არაფერზე არ ვარ განაწყენებული, უბრალოდ ცუდი ის არის, რომ ქართველს გაკლებენ ჰონორარს და ურჩევნიათ იგივე ჰონორარი ვიღაცას სხვას, გადამთიელს იტალიელს, ფრანგს ან გერმანელს გადაუხადონ ვიდრე შენიანს, თუმცა ესეც არ მწყინს.


 

- რატომ წამოხვედით? რაზე ვერ შეთანხმდით?


- იმიტომ წამოვედი, რომ ვერ შევთანხმდი „საქართველოს ბანკთან".


- მოგწონთ იტალიელი წყვილის შესრულება?


- არა, რა თქმა უნდა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი