logo_geo
„რომ არა ის, რაც გადავიტანე, ამდენს ვერ მივაღწევდი“ - როგორ აღზარდა თამთა გოდუაძემ ერთადერთი ქალიშვილი
- +

14 მაისი. 2018. 20:47

 

თამთა გოდუაძის ქალიშვილი გაიზარდა და ისინი ახლა დაქალებს უფრო ჰგვანან, ვიდრე დედა-შვილს. თამთა ქალიშვილთან ერთად ხშირად შოპინგობს.  ბერძენი პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ შედიან ისინი ერთად საკონდიტრო მაღაზიაში და ყიდულობენ ტკბილეულს, ყავაზე დასაყოლებლად.

 

მოგვიანებით, დედა-შვილი ყავის დასალევად ერთ-ერთ ცნობილ კაფეში მიდის, სადაც ხშირად იკრიბებიან მეგობრები და წყვილები.

 

თამთასა და მისი ქალიშვილის მეგობრულ ურთიერთობას ხშირად განიხილავენ ბერძნულ მედიაში.  თამთა 14 წლის ასაკში გახდა დედა. ანა ხაჭვანი მისი და შმაგი ხაჭვანის საერთო შვილია.

 

„გარდატეხის ასაკში რომ შვილს გააჩენ, ეს არასოდეს  დაგავიწყდება და ეს სრულიად ცვლის შენს ცხოვრებას. ჩემი ცხოვრების სიძნელეებმა და ადრეულ ეტაპზე გადატანილმა ოჯახურმა დრამებმა გამაძლიერა. დღევანდელ ჩემს ცხოვრებას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ არა ის, რაც გადავიტანე, ამდენს ვერ მივაღწევდი. არც ერთი ვიყავით მზად ამ ყველაფრისთვის. 6 წელი ვიცხოვრეთ ერთად და დღეს რომ ვიხსენებ, ბევრ რამეზე მეცინება. ეს არც იყო ოჯახი, ეს იყო თამაში. წარმოიდგინეთ, 14 წლის გოგო, როცა მისი საზრუნავი ხდება ქმარი და შვილი. როცა ეს საბოლოოდ გავაცნობიერე, ჩემს შვილს ხელი მოვკიდე და საბერძნეთში წავედი დედასთან“ , - ამბობს თამთა ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

შეგახსენებთ, რომ თამთა ამჟამად საქართველოში იმყოფება და ის მეგა-შოუს - „იქს ფაქტორის" ჟიურის ერთ-ერთი წევრია.

 

 

 

 

 

წყარო http://daqali.marao.ge

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი