logo_geo
რიანას ძალიან სასაცილო პასუხი, როდესაც ჰკითხეს, მიიწვიეს თუ არა სამეფო ქორწილში
- +

15 მაისი. 2018. 20:14

 

19 მაისს, მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში დიდ ბრიტანეთში გამართული სამეფო ქორწილი იქნება. დღემდე უცნობია, ვინ მიიწვიეს პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ამ მნიშვნელოვან დღეს გამართულ ცერემონიაზე. თუმცა ცნობილია, რომ ქორწილში პოლიტიკოსები მიწვეულნი არ არიან, მათ შორის, არც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ტაბლოიდები ცდილობენ, რომ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს დასტყუონ ინფორმაცია, მიიწვიეს თუ არა სამეფო ქორწილში.

 

ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტმა რიანას "გამოჭერა" სცადა და ჰკითხა, დაპატიჟეს თუ არა მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწილში.

 

„ეს ყველაფერი როდის ხდება?", - იკითხა რიანამ, რომლითაც დაადასტურა, რომ სამეფო ქორწილი მისი ყურადღების ცენტრში ნამდვილად არაა.

 

პასუხის შემდეგ, რიანა დაინტერესდა, რატომ ჩათვალა ჟურნალისტმა, რომ ის უნდა მიეწვიათ. ჟურნალისტმა აუხსნა, რომ ის და პრინცი ჰარი ერთხელ შეხვდნენ ბარბადოსში ერთმანეთს და სწორედ ეს იყო მისი კითხვის წინაპირობაც.

 

სწორედ აქ უპასუხა რიანამ ისე, როგორც, მხოლოდ მას შეეძლო:

 

„მე და შენც შევხვდით ერთმანეთს, შენი აზრით, ჩემს ქორწილში უნდა მოხვიდე? ან მე უნდა მოვიდე შენს ქორწილში? თუ ასეა, მაშინ თავს ცუდად უნდა ვგრძნობდე [რადგან არ მიმიწვიეს]", - უპასუხა რიანამ ღიმილით.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი