logo_geo
ლევან ხურცია: გიჟი მამა არ ვარ...
- +

30 დეკემბერი. 2016. 17:24


 

მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი უკვე ორი წელია ერთად არიან. ექვსი თვის წინ კი, შვილი - ალექსანდრე შეეძინათ. ლევან ხურციას თქმით, ის გიჟი მამა არ არის და შვილთან ურთიერთობისას, ყველაფერს მშვიდად აღიქვამს.


„ალექსანდრეს დაბადებამ ჩემი და მარიამის ურთიერთობას სხვა ფაზის თუ სხვა ეტაპის სიყვარული შემატა. ჩვენი ჯაჭვი კიდევ უფრო გამყარდა. ეს ჩვენი ძალიან დიდი მონაპოვარი და პასუხისმგებლობაა. ურთიერთობა გაძლიერდა, უფრო გალამაზდა, უფრო მრავალფეროვანი გახდა, თუნდაც რომანტიკული თვალსაზრისით.

 

თავიდან რაღაც გაურკვევლობა იყო, მერე მოვიდა აღქმა იმისა, რომ ჩემი შვილია. სიყვარული თავიდანვე იყო, მაგრამ შემდეგ უფრო გამძაფრდა ეს გრძნობა და ახლა უკვე გადაიზარდა იმაში, რომ ალექსანდრე ჩემი ნაწილია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში.

 

გიჟი მამა არ ვარ, პირიქით, ყველაფერს მშვიდად აღვიქვამ. რამდენიმე ხნის წინ, ალექსანდრეს ტემპერატურამ პირველად აუწია და ყველაფერი მშვიდად მივიღე, ოღონდ ვცდილობდი, რაც შემეძლო, ყველაფერი გამეკეთებინა.

 

 

მოვლის პროცესში ჩართული ვარ, ძალიან კარგად შემიძლია ის ყველაფერი, რასაც დედა აკეთებს. ვცდილობ, ბევრი დრო გამოვნახო, რომ ალექსანდრესთან ერთად გავატარო და რაც საჭიროა, ყველაფერი გავაკეთო მისთვის", - ამბობს ინტერვიუში მსახიობი.

 

 

 

 „ალექსანდრე გარეგნობით, ორივეს გვგავს. ხასიათს რაც შეეხება, როგორც ვიცი, ლევანი ძალიან მტირალა ბავშვი იყო, მე - პირიქით, მხიარული ვყოფილვარ", - საუბრობს შვილზე მარიამ კუბლაშვილი და ამბობს, რომ პატარამ მათ ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. 



„მე და ლევანმა ძალიან ჩამოყალიბებულად გადავწყვიტეთ ერთად ცხოვრება. ალექსანდრემ კი ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. ვერ წარმოიდგენთ, ბავშვს რა ძალა აქვს და ოჯახში რა შემოაქვს. გავიწყებს ყველაფერს. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს მანამდე არ არსებობდი და ყველაფერი ახლა დაიწყე.

 

 

ლევანი კიდევ უფრო სხვანაირი გახდა, უფრო მეტად გაკეთილშობილდა. ისედაც მზრუნველი იყო, მაგრამ ახლა სხვა ადამიანების მიმართაც ლოიალური, მშვიდი გახდა.

ალექსანდრე ძალიან კარგი ბიჭია, ჭკუამხიარული, უპრობლემო. მტირალა არ არის. ბუნებრივ კვებაზე გაზრდილი რომ არის, ეტყობა, რაღაცნაირად სხვანაირი, ჯანსაღი ბავშვია, მშვიდი ნერვები აქვს.

 

 

პატარა გარეგნობით, ორივეს გვგავს. ხასიათს რაც შეეხება, როგორც ვიცი, ლევანი ძალიან მტირალა ბავშვი იყო, მე - პირიქით, მხიარული ვყოფილვარ, ყველას ვუცინოდი. ამ მხრივ, მგონი, ალექსანდრე მე მგავს", - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი