logo_geo
ვინ არის მეგან მარკლის ყოფილი მეუღლე და რა გახდა მათი დაშორების მიზეზი?
- +

23 მაისი. 2018. 00:29

 

მეგან მარკლმა 36 წლის ასაკში მეორედ იქორწინა და ახლა უკვე ოფიციალურად გახდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, შესაბამისად, ყველას ინტერესს იწვევს თუ ვინ იყო მისი პირველი მეუღლე და რა გახდა მათი დაშორების მიზეზი. როგორც ცნობილია, მეგანის პირველი რჩეული 41 წლის პროდიუსერი - ტრევორ ენგელსონია ნიუ-იორკიდან.

 

მეგანმა და ტრევორმა 2004 წელს გაიცნეს ერთმანეთი და შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2011 წელს ოფიციალურად იქორწინეს, წყვილმა 102 უახლოესი ადამიანის გარემოცვაში, იამაიკაში იქორწინა.

 

ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე მეგანი როლზე დაამტკიცეს სატელევიზიო შოუში - Suits, რის შემდეგაც, წყვილი ერთად დროს თითქმის ვეღარ ატარებდა, შესაძლოა სწორედ ამან გამოიწვია 2013 წელს მათი დაშორებაც, რის ოფიციალურ მიზეზადაც წყვილმა განსხვავებული ინტერესები დაასახელა.

 

წინა საუკუნეებში, მსგავსი ისტორიის მქონე ქალბატონს გაუჭირდებოდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მოხვედრა, მაგრამ 2002 წლის სინოდის გადაწყვეტილებით განქორწინებულ ადამიანებსაც მიენიჭათ ინგლისის ეკლესიაში ჯვრისწერის უფლება და ეს დღეს დაბრკოლებას აღარ ქმნის, თუმცა პრინც ჰარის მაინც დასჭირდა დედოფალი ელისაბედის თანხმობა, რომ საკუთარი ბედი სწორედ მეგან მარკლისთვის დაეკავშირებინა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი