logo_geo
რა სიტყვების თქმა აეკრძალა მეგან მარკლის პრინც ჰარისთან დაქორწინების შემდეგ
- +

23 მაისი. 2018. 20:41

 

 

პრინც ჰარის და მეგან მარკლის დაქორწინების შემდეგ, მეგან მარკლის გარშემო საზოგადოების ინტერესი არ წყდება.

 

ახლა მარკლი სამსახიობო კარიერას ვეღარ გააგრძელებს და სოციალური საქმეებით დაკავდება, როგორც ამას პრინც უილიამის მეუღლე, ქეით მიდლტონი აკეთებს.

 

სამეფო ოჯახთან ურთიერთობა არც ისეთი მარტივია, როგორც ბევრს წარმოუდგენია. ჰარისთვის ღირსეული მეუღლე რომ გახდეს, მეგანს სასახლის პროტოკოლისა და წესების შესწავლა მოუწევს.

 

მას ელემენტარული რაღაცეები ეკრძალება, მათ შორის ხამანწკების ჭამა და ავტოგრაფების დარიგება.

 

ამ და სხვა აკრძალვების გარდა, მეგან მარკლის 8 სიტყვის თქმაც აეკრძალა. სამეფო ოჯახის წევრები ყურადღებით აკონტროლებენ საუბარს: შავ სიაში 8 სიტყვა აქვთ, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ იყენებენ.

 

მათ შორისაა სრულიად უწყინარი სიტყვებიც: „სუნამო“; „სასტუმრო“; „დივანი“; „მამა“; ასევე „შიდა ეზო“; „უკაცრავად“ და „საპირფარეშო“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი