logo_geo
ალან რიკმანი „ჰარი პოტერის“ ფილმებში თავისი როლით იმედგაცრუებული იყო
- +

29 მაისი. 2018. 18:07

 

 

ლონდონში აუქციონზე გაიტანეს მსახიობ ალან რიკმანის პირადი არქივი, რომელიც 2016 წელს სიმსივნისგან გარდაიცვალა. რიკმანი სხვადასხვა პრემიისა და ჯილდოს მფლობელია და სიცოცხლის მანძილზე 50-მდე ფილმში აქვს ნათამაშევი. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლი „ჰარი პოტერის“ ფილმებში პერსონაჟი სევერუს სნეიპი გახდა.

 

არქივში მოხვდა მწერალ ჯოან როულინგთან და რეჟისორ დევიდ იეტსთან პირადი მიმოწერაც, რომელმაც „პოტერის“ 4 ფილმი გადაიღო.

 

„გმადლობთ, რომ ჰარი პოტერის მეორე ნაწილი ასეთი წარმატებული გახადე. ვიცი, რომ ხანდახან უკმაყოფილო ხარ შენი როლით, მაგრამ გახსოვდეს, რომ ამ ფილმების განუყოფელი ნაწილი ხარ“, - სწერდა ალან რიკმანს „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახის“ პროდიუსერი დეივ ჰეიმანი 2002 წელს.

 

„ჰარი პოტერი და ნახევარპრინცის“ გადაღებების დროს, 2009 წელს, რიკმანმა ბლოკნოტის ფურცელზე დაწერა სათაური „სნეიპის ტვინში“. ტექსტში რიკმანი წერდა, რომ იმედგაცრუებულია რეჟისორ დევიდ იეტსით, რომელმაც სნეიპის სიუჟეტური ხაზი შეცვალა.

 

„ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ დევიდ იეტსმა გადაწყვიტა, რომ (სნეიპი) არც ისე მნიშვნელოვანია მიზნის მისაღწევად, რაც მოზარდი აუდიტორიის მოხიბლვას გულისხმობს", - აცხადებდა რიკმანი.

 

არქივში შევიდა არა მხოლოდ წერილები, არამედ დღიურები, ფოტოები, სცენარები და რიკმანის პირადი ნივთებიც.View image on Twitter

 

 

 

 

 

 

 

 

View image on Twitter

 

 

 

 

 
წყარო : wyaro
big_banner
არქივი