logo_geo
ლონდონში, ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან მაშველებმა მომღერალი რობი უილიამსი გამოიყვანეს
- +

7 ივნისი. 2018. 04:09

 

 

ლონდონში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს Mandarin Oriental ცეცხლი მოეკიდა. როგორც The Sun იუწყება, სასტუმროში მომღერალი რობი უილიამსიც იმყოფებოდა. იგი მაშველებმა გამოიყვანეს.

 

მასშტაბური ხანძრის სალიკვიდაციოდ 20 სამაშველო ჯგუფი და 100-მდე მეხანძრე მუშაობს. მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა შეზღუდულია. ჯერ-ჯერობით აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა. ახლომდებარე შენობებიდან ხალხი გაიყვანეს.

 

როგორც ცნობილია, სასტუმროს რესტავრაცია ერთი კვირის წინ დასრულდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი