logo_geo
დემნა გვასალიას Vetements-მა პასპორტის ჩაკეცილი კედებიც გამოუშვა
- +

7 ივნისი. 2018. 22:19

 

ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ბრენდმა Vetements-მა რუსული პასპორტის გამოსახულებიანი წითელი ჩექმის შემდეგ იგივე დიზაინის ჩაკეცილი კედებიც გამოუშვა. ფოტო Vetements-ის Insagram-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

 

ფოტოს აღწერაში წერია, კედები, ისევე როგორც ჩექმები, 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში იქნება.

 

 

ქართველმა დიზაინერმა კრიტიკოსები და მსოფლიო მედია არაერთხელ აალაპარაკა. Balenciaga-ს რეზინის კროქსების შემდეგ, 9 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბაზარზე გამოვა ჩაკეცილი ფეხსაცმელი- მოდის ახალი ტენდენცია დემნა გვასალიასგან.

 

ჩაკეცილი ფეხსაცმლის ღირებულება, საშუალოდ, 855 ბრიტანული ფუნტიდან (2900 ლარი) იწყება. გვასალიას კოლექციაში ასევე არის წინდები 120 დოლარად.

 

ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ასევე Balenciaga-ს რეზინის ჩუსტები, რომელიც 595 დოლარი ღირს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი