logo_geo
„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი გახდა
- +

12 ივნისი. 2018. 01:49

 

მუსიკალური პროექტის „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი გახდა.

 

კონკურსის ფინალურ ტურში მან მაყურებლისა და ჟიურის ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.

ფინალური ტური დღეს სამ ეტაპად წარიმართა. სამივე ტურის მონაცემებით, მაყურებლის 700 ათასი ზარი განხორციელდა.


,,მხოლოდ ქართულის" ფინალში გამარჯვებისათვის 4 კონკურსანტი: საბა კემულარია, ალექსანდრე მრელაშვილი, კონსტანტინე კარანაძე და სოფო ბათილაშვილი იბრძოდნენ.


კონკურსის გამარჯვებულს სოფო ბათილაშვილს საჩუქრად ოროთახიანი ბინა გადაეცა.


,,რუსთავი 2"-ის რჩეული კოსტა კარანაძე გახდა, რომელიც ტელეკომპანიისგან 10 000 ევროს მიიღებს.

 

 

 

big_banner
არქივი