logo_geo
ია სუხიტაშვილი: მეორე შვილის დაბადებამ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში...
- +

15 ივნისი. 2018. 22:30

 

ია სუხიტაშვილი პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებას ერიდება. მისი დაოჯახების ამბავი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, როდესაც ია ფეხმძიმე, მუცლით გამოჩნდა. იას ცოტა ხნის წინ მეორე შვილი შეეძინა, ბიჭს სახელად ირაკლი დაარქვეს. ვინ არის იას მეუღლე, რით მოხიბლა ია, როგორ გადაწყვიტეს დაოჯახება და რა შეცვალა მეორე შვილმა იას ცხოვრებაში, მსახიობი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.

 

„მეორე შვილის დაბადებამ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ორი შვილი გაცილებით მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ერთი. 27 წლის ვიყავი უფროსი შვილი რომ გავაჩინე, პატარა არ ვიყავი, მაგრამ ირაკლიმ, თავისი დაბადებით, უფრო მეტი დადებითი ფერები შემოიტანა. ძალიან საყვარელია. მეც მგავს და მამასაც – ფერებით და ნაკვთებით ორივეს მიქსია. ძალიან გვახარებს, მიმაჩნია, რომ ბავშვი ყველა ოჯახში უნდა იყოს, პატარა არ გაძლევს უფლებას, ცუდ ხასიათზე იყო, რაღაც უაზრო საფიქრალით გამოიტენო ტვინი და ასე შემდეგ. ასე რომ, თუ ჩვენს ცხოვრებაში რამე ხდება, ბავშვი ყველაზე დადებითია. ფეთიანი დედა გავხდი, მეტად ვნერვიულობ და სულ საათზე ვიყურები, რომ არ გადავუცილო ჭამის დრო და ასე შემდეგ. ამას, ცოტა, ასაკსაც ვაბრალებ“,- განაცხადა ია სუხიტაშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი