logo_geo
ირინა ონაშვილი: ორი შვილი უკვე ძალიან რთულია...
- +

15 ივნისი. 2018. 23:02

 

ირინა ონაშვილი ორი უსაყვარლესი და ძალიან სიმპათიური ბიჭის დედაა. ის, შვილების გაზრდის პარალელურად, სწავლობს, მუშაობს და საოჯახო საქმეებშიც აქტიურად არის ჩართული.

 

„საბას სურვილი იყო, ძმა ჰყოლოდა და ძალიან გახარებულია. ეჭვიანობის შეგრძნება არასდროს ჰქონია. დათუნას ცოტა ქოთქოთით რომ ვეტყვი ხოლმე: ახლა დაიძინე, საბა იცავს: როგორ ეუბნები დათუნას –  კონტროლიორი მყავს. ორი შვილი უკვე ძალიან რთულია. თან, ბავშვები რაც იზრდებიან, უფრო მეტი რამ სჭირდებათ. მათ გამო ხშირად ბევრ რამეზე ვამბობ ხოლმე უარს – წასვლაზე, მოსვლაზე. საღამოს სულ ვფიქრობ: როგორ მომენატრნენ, ახლა მივალ, ჩავეხუტები. თუ არაფერი აწუხებთ, არც არაფერი გძაბავს. როცა სიცხე აქვთ, განადგურებული ვარ. საბამ იმდენი რამ მასწავლა,  რომ ვამბობ ხოლმე: უდიპლომი პედიატრი ვარ-მეთქი. ყველა კბილი თითო გათენებული ღამეა. როცა ბავშვებს რამე სჭირდებათ, არასდროს არავის ველოდები, არც ლადოს. ყველაზე უკეთესად მე ვიცი ჩემს შვილებს რა როდის სჭირდებათ. ბავშვებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ლადო არასდროს აპროტესტებს ამას. ზოგჯერ მინდა, რჩევის სახით ჩაერთოს ხოლმე, მაგრამ ძალიან განსხვავებული აზრები გვაქვს. მე მომწონს, რომ მენდობა, ისეთ ხარისხში ვყავარ აყვანილი, რომ არასდროს შეეპარება ეჭვი, ბავშვები რომელ ექიმთან მიმყავს, რომელ სკოლაში შემყავს...“ - განუცხადა ონაშვილმა ჟურნალ „თბილისელებს“.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი