logo_geo
ია სუხიტაშვილი: წარსულს რომ გადავხედო, არაფერს ვნანობ, არ მინდა ვინმეს გული ვატკინო...
- +

15 ივნისი. 2018. 23:47

 

„მესამედ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღება რთული არ იყო. გადაწყვეტილების მიღება არ არის რთული, როდესაც ასეთ ადამიანს უკავშირებ ცხოვრებას. წარსულს რომ გადავხედო, არაფერს ვნანობ, არ მინდა რამე ისეთი ვთქვა, ვინმეს გული ვატკინო. ამიტომ მირჩევნია ჩემთვის, ჩუმად ვიყო. ძალიან სპონტანურად გადავწყვიტეთ ყველაფერი – ერთი კვირით ადრე ვთქვით, რომ ერთ კვირაში წავიდეთ, ხელი მოვაწეროთო და მოვაწერეთ, ყოველგვარი ცერემონიალების გარეშე. ქორწილი გვინდოდა, მაგრამ გადავიფიქრეთ. ხელმოწერა კი, ვიწრო წრეში  აღვნიშნეთ, ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად. ძალიან კარგი დრო ვატარეთ და ეს დღე ყოველთვის კარგად მემახსოვრება“, - ამის შესახებ მსახიობმა ია სუხიტაშვილმა ჟურნალ „თბილისელებს“ განუცხადა.

 

„არ ვამბობდი, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ბევრი მიზეზი აქვს. ცალსახად ნუ გაიგებს ნურავინ, იმდენად მოქმედებს ჩემზე ეს ნეგატიური ატმოსფერო, რაც ჩვენ ირგვლივ ტრიალებს, რომ ძალიან ბევრჯერ ვიფიქრე facebook-ის გაუქმება, მაგრამ ინფორმაციულად ხშირად მიკავშირდებიან და ასე, ერთი ხელის მოსმით, ვერ წავშალე. თუმცა იმდენ ბოღმას, გაბოროტებულ ადამიანს ვუყურებ, რომ ძალიან მაშინებს. იმდენად გამაღიზიანებლად მიმაჩნია ეს ყველაფერი, რომ შევეცადე, პირადი, რაც მე ყველაზე დიდ სიხარულს მგვრიდა, ყოფილიყო მხოლოდ ჩემი და მეტი არავისი. ჩემმა ნათესავებმა, მეგობრებმა და მეზობლებმა, ყველამ, ყველაფერი იცოდა. უბრალოდ, მერე ფეხმძიმედ რომ ვიყავი, ამას ვეღარ შევფუთავდი, ბავშვის ფოტოსაც არ ვდებ. მწერენ, რუსკა მაყაშვილი დებს ბავშვის ფოტოს, ვიღაც დებს... შენ რატომ არ დებო? ერთმა პირადში მომწერა, ფეხის თითებს მაინც გადაუღეო და ფეხის ტერფს გადავუღე, დავდე facebook-ზე და დავწერე, ეს იმ ადამიანისთვის,  ვინც მთხოვა, რომ ფეხი გადამეღო და დამედო. არ მინდა, ჯერ არ მყავს მონათლული, მე მაქვს ჩემი ცრურწმენები – ავი თვალის მჯერა და აქედან გამომდინარე, არც ოჯახზე ვსაუბრობ ბევრს და შესაბამისად, არც ბავშვზე“, - განაცხადა ია სუხიტაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი