logo_geo
„ჩვენს გულშემატკივრებს ვთხოვ, რომ ამ შემთხვევაში გაგვიგონ...“
- +

16 ივნისი. 2018. 22:31

 

 

„უყვართ თუ არა კონსტანტინე კარანაძესა და სოფო ბათილაშვილს ერთმანეთი?“ - ეს კითხვა ბოლო პერიოდში საზოგადოებაში ძალიან აქტუალურია. ამ თემაზე პროექტ „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებულმა სოფო ბათილაშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

 

„მე მაქვს ერთი მტკიცე პოზიცია: რაც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს, პირადზე არ ვისაუბრო. მინდა, ჩემი პირადით ვიცხოვრო. არამარტო ინტერვიუში, მეგობრებთანაც არ მიყვარს ამ თემების გაშლა.

 

ძალიან მნიშვნენელოვანია პირადი სივრცე, რომელსაც არავინ უნდა შეეხოს. ვინც უნდა გავხდე, პირადი სივრცე მჭირდება“, - განაცხადა სოფო ბათილაშვილმა.

 

აქვე, „მხოლოდ ქართულის“ ფინალისტმა კონსტანტინე კარანაძემ განაცხადა, რომ სოფო მისი კარგი მეგობარია.

 

„ჩვენ გულშემატკივრებს ვთხოვ, რომ ამ შემთხვევაში გაგვიგონ. პირადი ურთიერთობა პირადი ურთიერთობაა. თქვენ რომ გკითხოთ, ვინმესთან რა ურთიერთობა გაქვთ-მეთქი, მოგეწონებათ? მე და სოფო ძალიან კარგი მეგობრები ვართ“, - განაცხადა კოსტა კარანაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი