logo_geo
რა ტრაგედიას ემსხვერპლა ქეთი ხუციშვილის და საკუთარი ქორწილის დღეს
- +

16 ივნისი. 2018. 22:32

 

 

„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ქეთი ხუციშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ მიდი ოჯახის ტრაგედიაზე ესაუბრა:

 

– შენს facebook-გვერდს ვათვალიერებდი და ვნახე პოსტი შენს გარდაცვლილ დასთან დაკავშირებით.

 

- 2008 წლის ორ იანვარს გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში, 24 წლის ძალიან ლამაზი გოგონა იყო. 23 მაისს დაბადების დღე ჰქონდა – 35 წლის ხდებოდა. იმ დღეს, როცა ეს ავარია მოხდა, თხოვდებოდა. თავის საქმროს გაჰყვა, მაგრამ სამწუხაროდ, დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდნენ, ეს ტრაგედია გზაში მოხდა. მეუღლე გადარჩა.  ძალიან რთული გადასატანი იყო, მაგრამ მთელმა ჩემმა ოჯახმა ერთმანეთის გვერდში დგომით როგორღაც გადავლახეთ. ახლა ორი და ვართ. ჩემი და ჩემზე ორი წლით უფროსია, ლიკა ყველაზე პატარა იყო.

 

შინაგანად ძალიან ლაღი ვარ და ზუსტად ეს დამეხმარა მდგომარეობიდან გამოსვლაში. დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა, მთელი ოჯახი გონს მოვედით. ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იქნებოდა. ძალიან უნდოდა, ამ სფეროში ვყოფილიყავი და აუსრულდა კიდეც. ყოველთვის მეუბნებოდა: ქეთი, ნეტავ მიკროფონთან იდგე და მე და ჩემი სამეგობრო მოვიდეთ შენი სიმღერების მოსასმენადო. ყველაფერი იმაზე უკეთ ახდა, ვიდრე მეუბნებოდა და ვფიქრობ ხოლმე, ამით რა ბედნიერი იქნებოდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი