logo_geo
ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ზამთრის კურორტზე გამოჩნდა
- +

5 იანვარი. 2017. 00:12



ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ახალი წლის დღესასწაულის გასატარებლად კოლორადოს შტატს ზამთრის კურორტ კრესტედ ბიუტს ეწვია, რა თქმა უნდა ბრედ პიტის გარეშე.


თვითმხილველებმა სოციალურ ქსელში ჯოლის ოჯახური გასეირნების ფოტოები გამოაქვეყნეს , სადაც ჩანს, რომ პოპულარული მსახიობი კურორტზე ძირითადად სათხილამურო ჩაფხუტით გადაადგილდება. ანჯელინა ჯოლიმ თავისთვის და ბავშვებისთვის კერძო ინსტრუქტორიც დაიქირავა.


შეგახსენებთ, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ექვსივე შვილი (მედოქსი-15 წლის, პაკსი 12 წლის, ზახარა-11 წლის, შაილო- 10 წლის, კნოქსი- 8 წლის და ვივიენი- 8 წლის) სასამართლოს გადაწყვეტილებით ანჯელინა ჯოლის მეურვეობის ქვეშ რჩებიან, ბრედ პიტს შვილების მონახულება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ დღეებში ფსიქოლოგის თანდასწრებით შეუძლია. ბოლოს შვილები მამას შობას შეხვდნენ, ბრედ პიტმა ბავშვები სახლში წაიყვანა, დაასაჩუქრა და საშობაო ოჯახური საღამო მოუწყო.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი