logo_geo
ია ტომაში: მივხვდი, რომ ძალიან ნერვიულობდა... სანამ რამეს იტყოდა, ვეხუტებოდი, ვუღიმოდი, ვამშვიდებდი თითქოს...
- +

25 ივნისი. 2018. 18:16

 

„იქს-ფაქტორის“ მონაწილე ია ტომაშს ფილარმონიის სცენაზე მისმა რჩეულმა დემე მიქელაძემ ხელი სთხოვა. ემოციებსა და განცდებზე ია ტომაშმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„იმდენად დაცლილი ვიყავი სიმღერისგან. ყველაფერი ჩავდე, ყველაფერი გავაქნიე, რაც მქონდა. ვამბობდი, ბიონსე რამდენ შრომას დებს, მთელი შოუპროგრამა რომ ცეკვავს-მეთქი. სიმღერა რომ დავამთავრე, გული ამოვარდნას მქონდა. იმდენად დაცლილი ვიყავი ემოციებისგან, აფეთქებული, რომ თავიდან ვეღარ ავფეთქდი, თორემ ისე გამიხარდა, გული კინაღამ წამივიდა. თან დემეს რომ შევხედე, მივხვდი, რომ ძალიან ნერვიულობდა. სანამ რამეს იტყოდა, ვეხუტებოდი, ვუღიმოდი, ვამშვიდებდი თითქოს. ბედნიერი ვარ და გახარებული. ბევრს არ შეუძლია, ასე საჯაროდ გამოხატოს გრძნობები. დემემ ეს შეძლო“, - განაცხადა ია ტომაშმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი