logo_geo
„თეოს დიეტა“ - როგორ დაიკლო სამი შვილის დედამ 13 კილოგრამი მოკლე დროში
- +

26 ივნისი. 2018. 02:36

 

„გიყვარდეთ საკუთარი სხეული და მუდმივად აკონტროლეთ ის“, - ეს სამი შვილის დედის, თეო კახიძის სიტყვებია, რომელმაც მიზნის მისაღწევად ბევრი იშრომა, საკუთარი დიეტა შეიმუშა, რომლის წყალობითაც 3 კვირაში 15 კილოგრამი დაიკლო.

 

თეო MARAO.GE-ს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და მკითხველს საინტერესო რჩევებსაც აძლევს.

 

- რამდენი კილოგრამი დაიკელით და რამდენ ხანში?

 

- 3 კვირაში დავიკელი 15 კგ, არ მომიმატია, რაც ძალიან მახარებს. ადრე გამხდარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ არც პუტკუნა ვიყავი, ჰორმონალური დარღვევების გამო წონის პრობლემა შემექნა, ამას დაემატა სამ ორსულობაზე აკრეფილი კილოგრამები.

 

- რამდენად გიქმნიდათ დისკომფორტს ჭარბი წონა და როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება დაკლების შემდეგ?

 

- დისკომფორტს ნამდვილად მიქმნიდა, ძალიან განვიცდიდი, გავხდი დაკომპლექსებული, კრიტიკულად ვუდგები საკუთარ თავს და ორმაგად მაწუხებდა ის ფაქტი, რომ ვერაფერს ვუხერხებდი წონას, მქონდა ჯანმრთელობის პრობლემებიც. დაკლების შემდეგ უფრო ხალისიანი გავხდი, გადავლახე დეპრესია, გავიხსენი ხალხთან და უფრო მეტად დავაფასე საკუთარი თავი.

 

- რამ ან ვინ მოგცათ მოტივაცია?

 

- მოტივაცია, პირველ რიგში, საკუთარმა თავმა მომცა, შემდეგ მეუღლემ, თუმცა, მას ყოველთვის ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ და დიდი მადლობა მას ამისთვის, ასევე - დაქალებმა, რომლებთან ერთადაც ვდიეტობ ახლაც.

 

- როგორ დაიკელით, რომელი დიეტით?

 

- დავიკელი ჩემ მიერ შემუშავებული დიეტით, რომელიც ძალიან დიდი წვალების და ცდების შედეგად მივიღე და დავარქვი „თეოს დიეტა“. ჩემი საიდუმლო არაჟანში, ნაბეღლავში, ქინძსა და ნიორშია. რაც მთავარია, არ ვშიმშილობ და ვიკლებ საოცრად.

 

- რა იყო თქვენი მიზანი, რას ეუბნებოდით საკუთარ თავს, როცა გემრიელობებს ხედავდით? როგორ უძლებდით ცდუნებას?

 

- ყოველთვის, როდესაც ცდუნება შემომიტევდა, ვდგებოდი სარკესთან და საკუთარ თავს ვესაუბრებოდი, ფსიქოლოგიურად ვამზადებდი თავს.

 

- რას ეტყვით მათ, ვინც ახლა ებრძვის კილოგრამებს?

 

- არასდროს გადადოთ ის საქმე ხვალისათვის, რომელიც დღეს უნდა გაკეთდეს, თორემ ასე წლები გავა და ისევ იმ დონეზე იდგებით. დიეტას მიუდექით, როგორც გეგმას, რომელიც აუცილებლად წარმატებით უნდა შეასრულოთ, დაისახეთ მიზანი და აუცილებლად გამოგივათ. რაც მთავარია, გიყვარდეთ საკუთარი სხეული, მუდმივად აკონტროლეთ და მოუარეთ მას. გახსოვდეთ, რასაც მთელი გულით და ენთუზიაზმით მოეკიდებით, ყველაფერი გამოვა.

 

რეცეპტი: არაჟანი 15% 500მლ, ნაბეღლავი 500მლ, ნიორი 3 კბილი და ქინძი 1 კონა. ეს ყველაფერი უნდა დააბლენდეროთ და მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ.

 

ჩაი და ყავა შეგიძლიათ შაქრის გარეშე. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ხილი, ბანანის, ყურძნის და ლეღვის გარდა ყველაფერი.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი