logo_geo
საბა კემულარია „რუსთავი 2“-ზე ნაწყენია? - რას პასუხობს მომღერალი გავრცელებულ ჭორებს
- +

26 ივნისი. 2018. 03:09

 

საბა კემულარია მაყურებელმა „რუსთავი 2“-ის პროექტის „მხოლოდ ქართულის“ მეშვეობით გაიცნო. საბა პროექტში თავიდანვე ლიდერად ითვლებოდა, მაგრამ გამარჯვება სოფო ბათილაშვილს ხვდა წილად.

 

ბუნებრივია, ეს გამარჯვება დამსახურებული იყო, თუმცა, მაყურებლის აღშფოთება ფინალზე საბა კემულარიასთვის საჩუქრის გარეშე დატოვებამ გამოიწვია.

 

პროექტის ფინალში პრიზები სამ კონკურსანტს გადაეცა, საბას კი არაფერი აჩუქეს.

 

სოციალურ ქსელებში მომხმარებლებმა ნამდვილი ბუნტი ატეხეს და „მხოლოდ ქართულის“ გვერდზე ათასობით შეტყობინება დატოვეს, სადაც ფინალისტის სამართლიან შეფასებას მოითხოვდნენ.

 

გავრცელდა ხმები, რომ ამ ფაქტმა თავად საბა კემულარიაც გაანაწყენა. ეს ხმები  კი გადაცემა „პროფილმა“ გაამყარა, რომელსაც გასულ კვირას „მხოლოდ ქართულის“ ყველა ფინალისტი სტუმრობდა საბა კემულარიას გარდა.

 

ინფორმაციის გადასამოწმებლად, „რეიტინგი“ საბას დაუკავშირდა. მან ჭორები უარყო და განაცხადა, რომ „პროფილში" სტუმრობისთვის დრო არ ჰქონდა.

 

შეგახსენებთ, „მხოლოდ ქართულის" დამთავრების შემდეგ, საბა კემულარიას საჩუქარი „საქართველოს უნივერსიტეტმა" და ნანუკა ჟორჟოლიანმა გადასცეს. 5000-ლარიანი ფულადი პრიზი მომღერალმა 8 წლის ბექა ფიფიას გადასცა, რომელიც ლეიკემიით არის დაავადებული.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი