logo_geo
ნათია ბუნტური: მინდა, გურამ დოჩანაშვილი ჩემი ბაბუა იყოს!
- +

5 იანვარი. 2017. 15:37


 

 

 

„წიგნი მართლაც საზრდოა, ოღონდ ამას რომ მიხვდე, დრო სჭირდება. როგორც კი მიხვდები, უკვე სხვაგვარი დამოკიდებულება გიჩნდება", -  აღნიშნა რუბრიკა „ერუდიტთან" სტუმრობისას ბალერინა ნათია ბუნტურმა.


როგორც აღმოჩნდა, მას არაერთი საყვარელი ავტორი ჰყავს. გამორჩეულად კი გურამ დოჩანაშვილი უყვარს. „სამოსელი პირველი" ის ნაწარმოებია, რომელმაც მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭიდება მოახდინა და როგორც მან აღნიშნა, რა გასაკვირია, რომ ავტორის გაცნობის სურვილი გაუჩნდა.


„მინდა, გურამ დოჩანაშვილი ჩემი ბაბუა იყოს. რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან ვიმეგობრებდი, ამაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, ანა კარენინას გადავარჩენდი, ონეგინს ჭკუაზე მოვიყვანდი. მგონია, რომ მისნაირი ადამიანი ცხოვრებაში რომ შემხვედროდა, აუცილებლად შემიყვარდებოდა.

 

წიგნი მართლაც საზრდოა, ოღონდ ამას რომ მიხვდე, დრო სჭირდება. როგორც კი მიხვდები, უკვე სხვაგვარი დამოკიდებულება გიჩნდება", - ამბობს ნათია ბუნტური.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი