logo_geo
თათია დოლიძე: ვაკო ღმერთმა გამომიგზავნა!
- +

5 იანვარი. 2017. 15:44


 

 

„ისე მოვახერხეთ, რომ დისტანციის მიუხედავად, ხშირად გვენახა ერთმანეთი", - ამბობს ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში დიპლომატი, მოდელი და გაერო-ში ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე და პირადზე საუბრობს.


„ჩემი მეუღლე, ვაკო თურნავა, იტალიაში ცხოვრობდა, მე იმ პერიოდში ბრიუსელში ვიყავი. დაემთხვა, რომ ორწლინახევრის წინ, საქართველოში, ერთდროულად ჩამოვედით და ერთმანეთი იტალიურ-ქართულ საღამოზე გავიცანით. აქ დაიწყო ყველაფერი.

 

ისე მოვახერხეთ, რომ დისტანციის მიუხედავად, ხშირად გვენახა ერთმანეთი. ორივეს საზღვარგარეთ გვქონდა ჩვენი ცხოვრება აწყობილი. ამ ზაფხულს საქართველოში რომ დავბრუნდი, ვაკომაც აქ დაბრუნება გადაწყვიტა და ოჯახი შევქმენით.

 

17 ოქტომბერს გვქონდა დაწინდვა, ანუ ეკლესიურად დავინიშნეთ, 13 ნოემბერს კი ხელი მოვაწერეთ. ხელისმოწერა აღვნიშნეთ პატარა ქორწილით, მაგრამ ძალიან ლამაზად. უცხოელი მეგობრებისთვის გაზაფხულზე გადავიხდით შედარებით დიდ ქორწილს", - საუბრობს ინტერვიუში თათია.  


„ვაკო ღმერთმა გამომიგზავნა. ისეთი ადამიანი შემხვდა, რომელმაც ყველაფერი შეძლო",-  საუბრობს მეუღლის შესახებ თათია. მან 13 ნოემბერს ოჯახი შექმნა, მისი რჩეული კი 28 წლის ეკონომისტი ვაკო თურნავა გახლავთ, რომელიც წლების განმავლობაში, იტალიაში ცხოვრობდა და მუშაობდა.


„ჩემი მეუღლე პროფესიით ეკონომისტია. იტალიაში სწავლობდა, შემდეგ ერთ-ერთი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ორივე საერთაშორისო ადამიანი ვართ, აქეთ-იქით მოგვიწევს სიარული, მაგრამ ძირითადად საქართველოში ვიქნებით.

 

ვაკო ღმერთმა გამომიგზავნა. ვხუმრობდი ხოლმე, ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, მხოლოდ თვითმფრინავში თუ გავიცნობ ვინმეს-მეთქი. ისეთი ადამიანი შემხვდა, რომელმაც ყველაფერი შეძლო. სხვათა შორის, ბრიუსელიდან მილანი1 საათის სავალზეა, ვაკო ძალიან ხშირად მაკითხავდა იქ, ჩემს სხვადასხვა კონფერენციებსაც ესწრებოდა.


მეუღლე მაქსიმალურად მიდგას გვერდში და მეხმარება. როცა დავოჯახდით, ჩემი საშინლად აქტიური პერიოდი დაემთხვა, ფაქტობრივად, ჩემს ქმარს საერთოდ ვერ ვნახულობდი. გაგიჟდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ჩემთან ერთად უნდა ევლო. ამის შემდეგ აქტიურად ჩაერთო რაღაცებში", - აღნიშნა ინტერვიუში თათია დოლიძემ.  

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი