logo_geo
როგორ შეხვდა „იქს ფაქტორის“ კონკურსანტი თამთა ხუხუნაიშვილი ჟიურის თამამ შეფასებას
- +

2 ივლისი. 2018. 23:06

 

 

„იქს ფაქ­ტო­რის“ ბა­თუ­მელ­მა მო­ნა­წი­ლემ, თამ­თა ხუ­ხუ­ნა­იშ­ვილ­მა, ჟი­უ­რის და მა­ყუ­რე­ბელს თავი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხმის ტემ­ბრით და­ა­მახ­სოვ­რა - სწო­რედ ეს გახ­და ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რომ მენ­ტო­რი თამ­თა გო­დუ­ა­ძე ამ კონ­კურ­სანტს ვერ „შე­ე­ლია“ და ოთხი სკა­მის ტურ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ი­ღო.

„ხუ­ხუც", რო­გორც მას მე­გობ­რე­ბი მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, თა­ვის მხრივ თავს არ ზო­გავს და ყო­ველ ორ­შა­ბათს უკე­თეს შე­დეგს აჩ­ვე­ნებს. მე­ო­თხე ლა­ივ­ზე თამ­თა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯით წარ­სდგა მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე, შე­ფა­სე­ბაც შე­სა­ბა­მი­სი მი­ი­ღო, ჟი­უ­რის მა­მა­კაც­მა წევ­რებ­მა კომ­პლი­მენ­ტე­ბი არ და­ი­შუ­რეს, ამ დროს კი კონ­კურ­სნა­ტი თით­ქოს და­ძა­ბუ­ლი იდგა სცე­ნა­ზე და ერთი სული ჰქონ­და, რო­დის გა­ვი­დო­და კუ­ლი­სებ­ში. კონ­კურ­სის სირ­თუ­ლე­ებ­სა და პი­რად თე­მა­ზე თამ­თა AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა.

 

- თამ­თა, ყვე­ლა­ზე რთუ­ლად რო­მე­ლი ტური გახ­სენ­დე­ბა?

 

- ალ­ბათ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იყო პირ­ვე­ლი კას­ტინ­გი, როცა პირ­ვე­ლად წარვსდე­ქი ჟი­უ­რის წი­ნა­შე. ზო­გა­დად ვფიქ­რობ, როცა კონ­კურ­სში მო­დი­ხარ, მზად უნდა იყო იმის­თვის, რომ შეგ­ხვდე­ბა სირ­თუ­ლე­ე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თო მათ გა­და­სა­ლა­ხად. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოს ისე­თი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სუ­ლაც არაა შენი, მაგ­რამ რად­გან პრო­ექ­ტში ხარ, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თო ამის­თვის..

- მე­­თხე ლა­ივ­ზე, სა­დაც სიმ­ღე­რა ცნო­ბი­ლი კი­ნო­ფილ­მი­დანგრე­ის 50 ელ­ფე­რიშე­ას­რუ­ლე, საკ­მა­ოდ თა­მა­მი შე­ფა­სე­ბა მი­­ღე ჟი­­რის მა­მა­კა­ცი წევ­რე­ბის­გან.. თით­ქოს და­­ძა­ბე კი­დეც და ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ სცა­და სი­ტუ­­ცი­ის გან­მუხ­ტვა.. თა­ვად რო­გორ შე­­ფა­სებ შენს გა­მოს­ვლას?

- ეგ სიმ­ღე­რა ჩემ­გან ძა­ლი­ან შორს იყო, მე უფრო "გი­ჟურ" სიმ­ღე­რებს ვგრძნობ. ჩემი სტი­ლი­დან ამო­ვარ­დნი­ლი ვი­ყა­ვი და ალ­ბათ ამი­ტო­მაც ვერ ვი­ტან მაგ გა­მოს­ვლას. არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლი­მე სიმ­ღე­რას თა­ვი­სი „მუ­ღა­მი“ არ და­უ­ჭი­რო, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, რომ კარ­გი გა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ პი­რა­დად მე კმა­ყო­ფი­ლი არ ვყო­ფილ­ვარ ჩემი შეს­რუ­ლე­ბით. მომ­ღერ­ლის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ბო­ლომ­დე გრძნობ­დეს სიმ­ღე­რას, „მისი“ უნდა იყოს, მეც ვიმ­ღე­რე, შე­იძ­ლე­ბა კარ­გიც იყო, მაგ­რამ მა­გა­რი არ იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბას, მათი კო­მენ­ტა­რე­ბის გამო, თავი უხერ­ხუ­ლად არ მიგ­რძვნია, თვი­თონ ფილ­მი და სიმ­ღე­რაა ისე­თი, რომ თით­ქოს თა­მამ შე­ფა­სე­ბას „ითხოვს“.

 

- თუმ­ცა, ისე­თი შეგ­რძნე­ბა დამ­რჩა, თით­ქოს ერთი სული გქონ­და სცე­ნი­დან რო­დის გახ­ვი­დო­დი...

 

- კი, მარ­თლა ერთი სული მქონ­და, სცე­ნი­დან გავ­სუ­ლი­ყა­ვი, რომ მე­ნა­ხა ვი­დეო, რო­გორ ვიმ­ღე­რე და რა გა­მო­ვი­და, ეს იყო მი­ზე­ზი და არა ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბე­ბი. ცუდი რომ ეთ­ქვათ რამე, ვიგ­რძნობ­დი უხერ­ხუ­ლო­ბას, მაგ­რამ ცუდი ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი უთ­ქვამთ.

- თამ­თა, ალ­ბათიქს ფაქ­ტო­რისშემ­დეგ მო­­მა­ტებ­და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის რი­ცხვი..

 

- კი, ასეა ნამ­დვი­ლად იმა­ტა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვმა, მაგ­რამ მე მყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ უხე­შო­ბა­ში ნუ ჩა­მით­ვლით, მაგ­რამ სხვებს ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ.

- გა­სა­გე­ბია. მა­შინ შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვი..

 

- ერ­თმა­ნე­თი ბა­თუმ­ში, ჩემს ერთ-ერთ კონ­ცერ­ტზე გა­ვი­ცა­ნით, 2 წე­ლია ერ­თად ვართ, თვი­თონ სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობს.

- რო­გორ აფა­სებს შენს სა­სიმ­ღე­რო კა­რი­­რას, ალ­ბათ გგულ­შე­მატ­კივ­რობს..

 

- სწავ­ლის გამო ხში­რად ჩა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხებს, მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დით მიდ­გას.

- ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხარ, ბევ­რს მოს­წონ­ხარ, არ ეჭ­ვი­­ნობს? რო­გორ უდ­გე­ბა ამ სა­კითხს?

 

- პირ­და­პირ გე­ტყვით, რომ ძა­ლი­ან მიკ­ვირს ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის, მე რომ მის ად­გი­ლას ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ანუ რო­ლე­ბი რომ გაგ­ვეც­ვა­ლა, ალ­ბათ გა­ვაფ­რენ­დი, მომ­კლავ­და ეჭ­ვი­ა­ნო­ბა. მარ­თლა ვერ ვხვდე­ბი რო­გორ მი­გებს და რო­გორ არ მაგ­რძნო­ბი­ნებს არა­ფერს. ხან­და­ხან არის მო­მენ­ტი, როცა ვგრძნობ, ეჭ­ვი­ა­ნობს, მაგ­რამ გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, მის ად­გი­ლას, მე ბევ­რჯერ ვი­ჩხუ­ბებ­დი.

- შენ ოჯა­ხი იც­ნობს შენს რჩე­ულს?

 

- მე რაც მე­ხე­ბა, ყვე­ლა­ფერ­ზე ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ჩემს მშობ­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მას, რო­მე­ლიც ჩემ­ზე მე­ტად ემო­ცი­უ­რია.. თუმ­ცა იცის, რომ არ ვარ 15 წლის და არ გა­ვა­კე­თებ ისეთ რა­მეს, რაც ჩემი ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რს გულს ატ­კენს..

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი რო­გო­რი გაქვთ, აპი­რებთ ოჯა­ხის შექ­მნას?

- არა, იმი­ტომ რომ ჯერ ძა­ლი­ან ად­რეა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ოჯახს სა­ერ­თოდ სხვა დატ­ვირ­თვა აქვს ჩემ­თვის, 16-18 წლი­სე­ბი რომ თხოვ­დე­ბი­ან, მაგ საქ­ცი­ელს მარ­თლა ვე­რას­დროს ვერ ვი­გებ, მი­უ­ღე­ბე­ლია. გა­სა­გე­ბია, რომ გიყ­ვარს, მაგ­რამ ხომ შე­იძ­ლე­ბა, მო­მა­ვა­ლი აი­წყო და და­ლა­გე­ბუ­ლად შექ­მნა ოჯა­ხი?! ჯერ ბევ­რი მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ამი­ტო­მაც ოჯახ­ზე მერე ვი­ფიქ­რებ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი