logo_geo
„Time“-მა ინტერნეტში ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი შეადგინა
- +

3 ივლისი. 2018. 10:58

 

 

 

„Time“-მა ინტერნეტში 2018 წელს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც 25 ადამიანი მოხვდა.

 

მათ შორის, ვინც ონლაინ საზოგადოებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა, შოუბიზნესის წარმომადგენლები, პოპულარული ბლოგერები, პოლიტიკოსები და აგრეთვე მოძრაობები აღმოჩდნენ.

 

წელს ამ რეიტინგში მოხვდნენ მომღერალი რიანა, რომლის Instagram-პოსტის გამო Snapchat-ის აქციები 4%-ით დაეცა.

 

სიაში აღმოჩნდა მოდელი კაილი ჯენერიც, რომლის ფოტოც, სადაც ის ახალშობილ ქალიშვილთან ერთად არის გადაღებული, Instagram-ზე ყველაზე პოპულარული გახდა.

 

რეიტინგში ასევე არიან 17 წლის მომღერალი არიელ მარტინი და ასევე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც Twitter-ის აქტიური მომხმარებელია.

 

ინტერნეტში გავლენიანებად დასახელდნენ აგრეთვე რეპერი კანიე უესტი, კორეული პოპ ჯგუფი „BTS“ და Youtube-ს 6 წლის ბლოგერი რაიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი