logo_geo
ნუკი კოშკელიშვილი: გამიმართლა, რომ მრავალრელიგიურ ოჯახში მოვხვდი!
- +

5 იანვარი. 2017. 18:40


 

 

 

„25 დეკემბერს ებრაული დღესასწაული ჰანუკაც იყო. შობის აღნიშვნით დავიწყეთ და მერე ჰანუკაზე გადავედით", - ამბობს ჟურნალ „სარკეში" ყოფილი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი. მისი მეუღლე - ბენი, რომელიც ებრაელია, მეუღლის პატივსაცემად, მართლმადიდებული შობის აღნიშვნაშიც ჩართულია, მასთან ერთად ეკლესიაშიც დადის და სანთელსაც ანთებს. 

 

„აქ ვიპოვე მართლმადიდებლური ეკლესია, შობას იქ მივდივარ ხოლმე და სანთელს ვანთებ. აქ ეკლესიები კი არის, მაგრამ რატომღაც ბევრ ეკლესიაში სანთლის დანთების ნაცვლად ნათურას ანთებენ. რამდენიმე წლის წინ, აქ ერთ-ერთი ეკლესია დაიწვა და მას შემდეგ ეს წესი შემოიღეს. ბენის ერთ-ერთი მეგობარია მართლმადიდებელი და ერთად აღვნიშნავთ ხოლმე შობას.

 

ბენი შობას რომ აღნიშნავს, ესეც გასაკვირია, რადგან ებრაელია, მაგრამ ამ დღესასწაულს ძალიან აქტიურად აღნიშნავს. ჩვენი, მართლმადიდებლური შობის აღნიშვნაშიც ჩართულია, ჩემთან ერთად დადის ეკლესიაში, სანთელსაც ანთებს.

 

გამიმართლა, რომ მრავალრელიგიურ ოჯახში მოვხვდი. ჩემი დედამთილი ქრისტიანია, მამამთილი და ქმარი ებრაელები არიან, ერთ-ერთი რძალი ქრისტიანია, მეორე - მუსლიმანი.

 

25 დეკემბერს ებრაული დღესასწაული ჰანუკაც იყო. შობის აღნიშვნით დავიწყეთ და მერე ჰანუკაზე გადავედით. ბენი ნებისმიერ რელიგიას პატივს სცემს, მათ შორის - მართლმადიდებლობასაც. მეც პატივს ვცემ მის სარწმუნოებას", - აღნიშნა ინტერვიუში ნუკი კოშკელიშვილმა. 





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი