logo_geo
მარიამ როინიშვილი: ისეთი მაგარი ქორწილი მქონდა, ერთი ასეთი ქორწილი კიდევ მინდა
- +

6 იანვარი. 2017. 12:44


 

„ერთადერთი, ვინც ჩემს რთულ პერიოდს ვერ ამჩნევს, ელენეა, რადგან მასთან არაფერს ვამჟღავნებ", - საუბრობს მომღერალი მარიამ როინიშვილი ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში. როგორც თავად აღნიშნა, დეპრესია არ ჰქონია, თუმცა, პერიოდულად, დეპრესიის შემოტევები ახასიათებს. ამ დროს ოთახში იკეტება და ყველაფერზე უარს ამბობს. ერთადერთი კი, ვინც მის ამ რთულ პერიოდს ვერ ამჩნევს, ეს მისი შვილი, ელენეა.


„რთული პერიოდი გარეგნულად მხოლოდ სახლში მეტყობა. ამაზე თამრიკო ყოველთვის მეჩხუბება, ნუ ითრგუნებიო. გარეთ გავალ თუ არა, არაფერი მემჩნევა. ყოველთვის ვიღიმი და ვიპრანჭები, რადგან ვერ ვიტან, როცა უცხო თვალი მატყობს, რომ კარგად არ ვარ. მძულს, როცა ვინმეს ვეცოდები. ამიტომ, თუკი რამე მიჭირს, ეს მხოლოდ სახლში ხდება.

 

დეპრესია არ მქონია, თუმცა, პერიოდულად, დეპრესიის შემოტევები მაქვს. ამ დროს, ოთახში ვიკეტები და ოჯახის წევრებმა იციან, რომ ეს პერიოდი მარტომ უნდა გადავლახო. ასეთ დროს ყველაფერზე უარს ვამბობ, მათ შორის - სიმღერაზეც. გარეთაც იშვიათად გავდივარ, რადგან ვგრძნობ, რომ ჩემი ხასიათით შეიძლება მეგობარს გავუფუჭო განწყობა.

 

ერთადერთი, ვინც ჩემს რთულ პერიოდს ვერ ამჩნევს, ელენეა, რადგან მასთან არაფერს ვამჟღავნებ. შვილთან თუ შევიმჩნევ ცუდად ყოფნას, ეს ჩემი ყველაზე დიდი მინუსი იქნება", - აღნიშნა მომღერალმა.

 

„არ თხოვდები? ელენეს დაიკო ან ძამიკო არ უნდა?"... - კარგი რა! მეცინება ხოლმე", - საუბრობს პირადზე მარიამი.  

 

„შენს პირად ცხოვრებაში რა ხდებაო, რომ მეკითხებიან, გულში ვკითხულობ, მართლა გგონია, რომ გიპასუხებ-მეთქი?! მარტო როდემდე უნდა იაროო, ამას რომ მეუბნებიან, ვფიქრობ, რომ ადამიანებს ცხოვრების არაფერი ესმით. ასეთ შეკითხვებს არასდროს ვუსვამ სხვებს. „არ თხოვდები? ელენეს დაიკო ან ძამიკო არ უნდა?"... - კარგი რა! მეცინება ხოლმე", - საუბრობს ინტერვიუში მარიამი.

 

როგორც ინტერვიუში აღმოჩნდა, შვილი, პატარა ელენე, მართლაც ეუბნება, რომ მას უკვე და ან ძმა უნდა. მარიამი დედაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი და თამრიკო ჭოხონელიძის ცხოვრება ერთმანეთს არ ჰგავს.


„ახალი წელი სანამ დადგებოდა, ელენემ მე და თამრიკოს გვითხრა, და ან ძმა ძალიან მინდაო. მინდა, კიდევ ორი შვილი მყავდეს. იმის ღისრი თუ გავხდები, რომ სამი შვილი მყავდეს, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ისეთი მაგარი ქორწილი მქონდა, ერთი ასეთი ქორწილი კიდევ მინდა.

 

ქმარი გვერდით არც მე მყავს და არც დედას. ამით შეიძლება ჰგავდეს ჩვენი ცხოვრება ერთმანეთს, თუმცა ასე ნახევარ საქართველოს არ ჰყავს ქმარი. მე და თამრიკო არაფრით ვგავართ ერთმანეთს", - აღნიშნა ინტერვიუში მარიამ როინიშვილმა.  

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი