logo_geo
ნუკი კოშკელიშვილი: ახლა რომ ვუყურებ ვერ ვიჯერებ რომ ეს ჩემს მუცელში ცხოვრობდა
- +

12 ივლისი. 2018. 00:07

 

 

მოდელი და წამყვანი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე დღის წინ დედა გახდა, მას ვაჟი ოლივერ (ნიკოლასი) შეეძინა, რომელიც ამერიკაში დაიბადა.  როგორ ჩაიარა მშობიარობამ და ვინ ეხმარება ახალგაზრდა ნუკის და ბენს პირველი შვილის აღზრდაში, ამის შესახებ „რეიტინგს" ნუკი კოშკელიშვილმა ამერიკიდან უამბო.

 

- ნუკი, პირველ რიგში, გილოცავთ პირველი შვილის შეძენას, მოგვიყევით, როგორ ჩაიარა მშობიარობამ და როგორ გრძნობს თავს პატარა?

 

- ძალიან დიდი მადლობა, მეც და პატარაც კარგად ვართ. როგორც იქნა, გამოძვრა, ძალიან დიდი ხანი გამეწელა ეს ორსულობა. თითქმის 10 თვე ვიყავი ორსულად, თავი სპილო მეგონა და არც შევცდი, პატარა სპლიყვი გამიჩნდა. ოლივერი დაიბადა 4 კილო და 53 სანტიმეტრი, ახლა რომ ვუყურებ, ვერ ვიჯერებ, რომ ეს ჩემს მუცელში ცხოვრობდა.

 

- თქვენი ორსულობა ძალიან დიდხანს გაგრძელდა, ხუმრობდით კიდეც, რომ ქრონიკული ორსულობა გქონდათ, საკეისრო კვეთით გააჩინეთ პატარა?

 

- არა, მადლობა ღმერთს საკეისრო არ დამჭირდა, თუმცა, დაჩქარება მომიწია.

 

- ბენი დაესწრო მშობიარობას?

 

- კი, ბოლო წუთამდე არ ვიყავი დარწმუნებული, რამდენად კარგი აზრი იყო მისი დასწრება. თუმცა, ახლანდელი გადმოსახედიდან არც ერთი წუთი არ ვნანობ, მგონია, რომ ამაზე მაგარი არაფერი მომხდარა ჩვენს ცხოვრებაში. ასეთმა გამოცდილებამ ათასჯერ უფრო დაგვაახლოვა.

 

- ვის ჰგავს ახალშობილი და რა ემოცია დაგეუფლათ, როცა პირველად დაიჭირეთ?

 

- მგონი ჩემს მეუღლეს გავს, თუმცა, ბავშვობის ფოტოებს რომ ვნახულობ, მე და ბენიც ვგავართ ძალიან და რთულია, ასე ცალსახად ვთქვა ვის გავს. ხელში აყვანა ძალიან ემოციური იყო. შემეშინდა, არ ვიცოდი, რა მექნა, არ მინდოდა რამე ტკენოდა.

 

- თქვენი და ჩამოვიდა ამერიკაში თქვენი მშობიარობისთვის თუ სწორად ვიცი, ის გეხმარებათ?

 

- არა, სამწუხაროდ, ჩემი და ვერ ჩამოვიდა და მხოლოდ დედა იყო აქ. ის ბენთან ერთად ესწრებოდა მშობიარობას.

 

- რატომ დაარქვით პატარას ოლივერ ნიკოლას ხაიმი?

 

- მას ოლივერი ქვია და მეორე სახელი (აქაური წესით) ნიკოლასია, რაც შეეხება ხაიმს, მამამისის გვარია.

 

- ბენის მშობლებმა თუ მოინახულეს პატარა?

 

- კი, რა თქმა უნდა. მთელი ბენის ოჯახი სამშობიაროში ოლივერის დაბადებას ელოდებოდა.

 

- გართულებები ხომ არ მოყოლია თქვენს მშობიარობას?

 

- არა, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, თუმცა, პროცესი ძალიან ხანგრძლივი აღმოჩნდა, მიახლოებით 17 საათი ველოდით მის დაბადებას.

 

- როგორი ოთახი დაახვედრეთ სახლში პატარა ნიკოლასს?

 

- მე და ბენმა ჩვენი გემოვნებით მოვუწყვეთ კუთხე, პატარა ფიგურებიც თავად გავაკეთეთ და კედელზე მის აკვანთან კიდია. ორივეს მიგვაჩნია, რომ დედის და მამის მიერ გაკეთებული სათამაშოები უფრო საყვარელია, ვიდრე შეძენილი.

 

- ვინ გეხმარებათ ბავშვის მოვლაში?

 

- დედა, ბენი, ბენის ოჯახი, ჩემი მეგობრები, თუმცა, ამ ეტაპზე რთულია სრულად დამეხმარონ, ბუნებრივ კვებაზე მყავს და ჩემს გარდა ვერავინ აჭმევს ჯერ.

 

- მტირალაა?

 

- არა, მადლობა ღმერთს მტირალა არ არის, ყოველ შემთხვევაში, უმიზეზოდ არ ტირის, მხოლოდ მაშინ ტირის, როცა ცდილობს რაღაც გამაგებინოს.

 

- რამდენი მოიმატეთ და როგორ აპირებთ ფორმაში ჩადგომას?

- ჯამში 20 კილო მოვიმატე და ერთი სული მაქვს დავიბრუნო ფორმა. ჩემს და გასაკვირად, ერთი კვირის თავზე მუცელი თითქმის გამიქრა, ახლა დარჩა დანარჩენი კილოგრამების განადგურება. ამ მომენტისთვის დარჩენილი მაქვს 10 კილო ზედმეტი წონა. იძახიან ბავში თუ გყავს ბუნებრივ კვებაზე, დიეტა არ შეიძლებაო, ამიტომ თავს ვიკავებ დიეტებისგან. იმედი მაქვს უძილო ღამეები და 4 კილო ბავშვის აწევა და დაწევა ხელს შემიწყობს წონის განადგურებაში და მერე უკვე დრო რომ გავა, ვარჯიშით გავამაგრებ და იმედი მაქვს დავიბრუნებ პირველად ფორმას.

 

- როდის ჩამოვა პატარა ნიკოლასი საქართველოში?

 

- ჩვენ ალბათ ორ თვეში ჩემოვალთ. ჯერ ძალიან პატარაა და ამხელა გზაზე წამოყვანას ვერ ვრისკავთ.

 

- რა შეგრძნებაა დედობა?

- ძალიან უცნაური შეგრძნებაა, ბოლომდე არ მაქვს გათვიცნობიერებული, რომ ეს ჩემი შვილია და მე მისი დედა ვარ. მაგრამ ერთი, რაც ზუსტად ვიცი, ამაზე ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი